შპს "როქი" (2011 წლამდე შპს "აგრომიქსის" სახელწოდებით) დაარსდა 2006 წელს და წარმატებით მუშაობს ქართულ ვეტერინარულ ბაზარზე. "როქი" დაკავებულია სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისათვის სამკურნალო პრეპარატების, ვაქცინებისა და შრატების, საკვებისა და საკვები დანამატების, აქსესუარებისა და მოვლის საგნების სრული სპექტრის რეალიზებით. აქვს მაღალი სტანდარტების შესამაბისად აწყობილი სადისტრიბუციო ქსელი, თანამშრომლობს უამრავ იმპორტიორ კომპანიასთან. "როქი" გამორიცხავს მისი მეშვეობით საქართველოს ბაზარზე უხარისხო პროდუქციის მოხვედრას.