მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობენ გამოცდილი, მაღალკვალიფიცირებული და სათანადოდ მომზადებული თანამშრომლები, რომელთაც გავლილი აქვთ მოკლე და გრძელვადიანი სასწავლო კურსები საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

 

ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მიკრობიოლოგიური ტესტირების ლაბორატორია, სადაც უპირატესობა ლაბორატორიული კვლევის ხარისხის უზრუნველყოფას ენიჭება. პროდუქცია ექვემდებარება როგორც შემავალ, ისე წარმოების პროცესში და საბოლოო კონტროლს, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს მივაწოდოთ გარანტირებულად მაღალი ხარისხის  პროდუქტი.  ლაბორატორია აღჭურვილია აპარატურით, როგორიცაა მაღალი ხარისხის სინათლის მიკროსკოპი, ლამინარული ბოქსი, თერმოსტატი, მაცივარი, ავტოკლავი და სხვადასხვა დამხმარე აპარატურა.

 

მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში პათოლოგიური მასალის დათესვა ხდება მაღალი ხარისხის სასელექციო და საიდენტიფიკაციო ნიადაგებზე (ხორც-პეპტონიანი აგარი, ენდოს აგარი, საბუროს და შადლერის სისხლიან გლუკოზიანი აგარი), ამ ნიადაგების გამოყენება აადვილებს და ზრდის ბაქტერიული შტამების გამოყოფის ხარისხს. მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის ხარისხის შიდა კონტროლი ფასდება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტიზებული ტესტებით და ლაბორატორიაში არსებული ATCC შტამებით.     

 

მიკრობიოლოგიის ლაბორატორია გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:

 

•    ანტიმიკრობული აქტივობის განსაზღვრა;
•     მიკროსკოპია;
•     მიკროორგანიზმების (ბაქტერიების საერთო რაოდენობის) განსაზღვრა; 
•    ობის სოკოების რაოდენობის განსაზღვრა;
•    მიკროორგანიზმების რაოდენობის განსაზღვრა ჰაერში;
•     მიკროორგანიზმების რაოდენობის განსაზღვრა პერსონალის ხელებიდან, ტანსაცმლიდან, აპარატურა დანადგარებიდან;
•     სტერილურობის განსაზღვრა