ხარისხის კონტროლის ლაბორატორია შედგება ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიისაგან.


ფიზიკო-ქიმიური ლაბორატორია აღჭურვილია მაღალკვალიფიციური კადრებით და  უახლესი  აპარატურით, რაც საშუალებას აძლევს ლაბორატორიას განსაზღვროს როგორც ადგილობრივი ნაწარმი, ასევე იმპორტირებული პროდუქციის ხარისხი, წარმოების ყველა ეტაპზე.

 

ჩვენი ლაბორატორიის ამჟამინდელი რესურსები საშუალებას გვაძლევს განისაზღვროს პრეპარატის შემდეგი მახასიათებლები:
 

•    PH-ის განსაზღვრა 
•    სიმკვრივე
•    გარდატეხის მაჩვენებელი
•    ფარმაცევტულ პრეპარატებში ეთილის სპირტის განსაზღვრა
•    წყლის განსაზღვრა
•    ორგანულ ნაერთებში აზოტის განსაზღვრა
•    ნაცრის განსაზღვრა
•    სულფატური ნაცრის განსაზღვრა
•    ტაბლეტების დაშლადობა
•    ტაბლეტების ხსნადობა
•    ტაბლეტების ცვეთადობა
•    ტაბლეტის საშუალო მასა და მასიდან გადახრა
• პრეპარატის იდენტიფიკაცია და რაოდენობრივი ანალიზი სპექტროფოტომეტრული მეთოდით
• პრეპარატის იდენტიფიკაცია და რაოდენობრივი ანალიზი მარალეფექტური სითხური ქრომეტოგრაფიული მეთოდით
•    პრეპარატში შაქრების განსაზღვრა
• პრეპარატების რაოდენობრივი ანალიზი გრავიმეტრული და ტიტრომეტრული მეთოდით