მიმდინარე წლის თებერვალში ფარმაცევტულ საწარმო ბიოტეკსში, გერმანიის ტექნიკური ინსპექციის ასოციაციის, TÜV SÜD-ის, მიერ ჩატარდა გეგმიური აუდიტი, რომლის შედეგად ბიოტეკსის საწარმოს ახალი სამ წლიანი ISO სერტიფიკატი გადაეცა.

ფარმაცევტული პროდუქტების წარმოების ხარისხის მართვის თანამედროვე კონცეფცია პროდუქტის ხარისხის მაჩვენებლის მუდვიმ კონტროლს გულისხმობს, ასევე ყველა იმ პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ხარისხიანი და სანდო პროდუქტის მიწოდებას.
 

ISO, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოვებელია თავის საქმიანობაში.  იგი სხვადასხვა დარგების ექსპერტებითაა დაკომპლექტებული ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან.
ISO სერთიფიკატი ნიშნავს ხარისხს, სანდოობას, რაც განაპირობებს იმას , რომ დღეისათვის ბიოტეკსის საწარმოო პრაქტიკა შესაბამისობაშია EU GMP-ის სტანდარტებთან.