ბიოტეკსმა ფარმაციისა და ვეტერინარიის მიმართულების სტუდენტებს უმასპინძლა შპს „ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯიდან“, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ თანამედროვე ვეტერინარული წარმოებისა და კვლევის პროცესებს.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს ბიოტეკსის ლაბორატორიები, მათ შორის ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური განყოფილებები, სადაც დეტალურად გაეცნენ ანალიზის და კონტროლის ეტაპებს, რომლებიც პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება.
ასევე, სტუდენტებმა გაიცნეს წარმოების პროცესი - ნედლეულის შერჩევიდან საბოლოო პროდუქტის მიღებამდე და ის ტექნოლოგიური მიდგომები, რომლებიც ბიოტეკსის პროდუქტების ეფექტიანობასა და სანდოობას განაპირობებს.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კვლევისა და ანალიზის ეტაპებმა, სადაც სტუდენტებმა პრაქტიკაში ნახეს, როგორ მიმდინარეობს ტესტირება და ხარისხის კონტროლი რეალურ პირობებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სპეციალისტების მხარდაჭერა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას და მომავალი ვეტერინარებისა და ფარმაცევტებისთვის რეალური სამუშაო გარემოს გაცნობას.
ბიოტეკსი მომავალშიც განაგრძობს საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას და მზად არის, გაუზიაროს გამოცდილება და ცოდნა ახალ თაობას.