ერთი პაკეტი შეიცავს, აქტიურ ნივთიერებებს: ვიტამინი A, ვიტამინი D3, ვიტამინი B1, ვიტამინი B2, ვიტამინი B6, ვიტამინი B12, ვიტამინი E, ვიტამინი C, ვიტამინი K3, პანტოტენატ კალციუმი, ნატრიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდი, რკინის სულფატი, მანგანუმის სულფატი, სპილენძის სულფატი, კალიუმის იოდიდი, თუთიის სულფატი, მაგნიუმის სელენიტი.
უპირატესობები:
- საკვები დანამატის შემადგენლობაში შემავალი მინერალური კომპლექსი, მიკროელემენტები, ცხიმში ხსნადი ვიტამინები უზრუნველყოფენ წიწილების ყოველდღიურ მოთხოვნილებებს ძირითადი საკვები ნივთიერებების მიმართ;
- ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას დაუბალანსებული კვების დროს;
- დადებით გავლენას ახდენს წიწილების ზრდა-განვითარებაზე, წონამატზე, ხელს უწყობს ამტანობას სტრესების მიმართ.
გამოყენების წესი, დოზირება
საკვებდანამატი გამოიყენება წიწილების საკვების გასამდიდრებლად და დასაბალანსებლად.
- ერთი პაკეტი ერევა ძირითად საკვებს გაანგარიშებით 250 გ საკვები დანამატი 30 კგ საკვებზე.
საკვები დანამატი არ წარმოადგენს ცალკე საკვებს, ესაა დანამატი ძირითად საკვებ რაციონთან.
გამოშვების ფორმა: დაფასოებულია 250 გ პაკეტებში
შენახვის პირობები: ინახება მწარმოებლის შეფუთვაში მშრალ, გრილ,სინათლისგან დაცულ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8