გრანულირებული ფხვნილი შეიცავს, აქტიურ ნივთიერებებს: ფოსფატს 18%, კალციუმს 26%
გამოყენების ჩვენებები
დიკალციუმის ფოსფატი 18/26% მინერალური საკვები დანამატი გამოიყენება კალციუმითა და ფოსფორით რაციონის დასაბალანსებლად, დანამატი თავსებადია ყველა სახის საკვებთან და საკვებდანამატებთან (კომბინირებული საკვები, კონცენტრატები, სილოსი, ნამჯა ძირხვენები).
გამოყენების წესი და დოზირება
საკვებდანამატი უნდა შეერიოს საკვებში მცირე დოზებით და შემდეგ მოემატოს თანდათან 3-5 დღის განმავლობაში. სუფთა სახის დიკალციფოსფატის გამოყენება არაა რეკომენდებული.
დიკალციფოსფატის სადღეღამისო ნორმა, ერთ სულზე (გ-ში) |
|
მეწველი ძროხა |
70-200 |
მშრალი ძროხა |
70-100 |
ბუღა მწარმოებელი |
80-150 |
ხბო, მოზარდი 1 წლამდე |
20-55 |
მოზარდი 1 წ-ზე მეტი ასაკი |
50 -100 |
დედაღორი |
50-100 |
მუშა ცხენი |
50-100 |
ულაყი, ფაშატი |
50-80 |
კვიცი |
20-45 |
ცხვარი |
5-15 |
ბატკანი |
5-8 |
ქათამი |
3-4 |
იხვი, ინდაური |
5-7 |
გამოშვების ფორმა: 25 კგ ტომრებში და 1 კგ ვერცხლისფერ პოლიეთილენის პაკეტში
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8