დოგსილანი (Dogsilan)

ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ფებანტელს 150მგ, პირანტელ ებონატს 144მგ, პრაზინკვანტელს 50მგ.

გარეგნული აღწერა: მოყვითალო ფერის ძვლის ფორმის ტაბლეტები, შესაძლოა აღინიშნებოდეს მექანიკური ჩანართები

გამოყენების ჩვენებები

დოგსილანი გამოიყენება ძაღლების ნემატოდების (ტოქსოკაროზის, ტოქსასკარიდოზის, უნცინარიოზის, ანკილოსტომოზის, ტრი­ქო­ცე­ფა­ლატოზის), ცესტოდოზების (ტენიიდოზის, დიპილიდიოზის, ექინოკოკოზის, დიფილობოთრიოზის, მეზო­ცე­სტო­იდოზის) მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, დიროფილარიოზის (გულის ჭიის) პროფილაქტიკისთვის.

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი გამოიყენება ინდივიდუალურად, პერორალურად, 1 ტაბლეტი 10 კგ ცოცხალ წონაზე, ერთჯერადად. დეჰელმინთიზაცია ტარდება 3 კვირის შემდეგ და შემდგომ 3-5 თვეში ერთჯერ.

ინტენსიური დაინვაზირების დროს პრეპარატი განმეორებით მიიღება ყოველი დეჰელმინთიზაციიდან  15 - 30 დღის შემდეგ.

ტრიქოცეფალოზის სამკურნალოდ რეკომენდებულია დეჰელმინთიზაცია - სამი კვირის შემდეგ და ყოველი სამი თვის შემდეგ.

დიროფილარიოზის პროფილაქტიკა: ძაღლის სანაპიროზე ან ტბის ზონაში ყოფისას, პროფილაქტიკა ტარდება რეკომენდებული დოზებით, ყოველთვიურად, უწყვეტი სქემის მიხედვით. არაკეთილსაიმედო ადგილებში მოგზაურობისას რეკომენდებულია პრეპარატი მიეცეთ გამგზავრებამდე, ხოლო თუ ძაღლი ერთი თვის განმავლობაში რჩება არაკეთილსაიმედო ადგილებში, პრეპარატი უნდა განმეორდეს პირველი მიღებიდან ერთი თვის შემდეგ. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი დაინფიცირდა კოღოს ნაკბენით მკურნალობა უნდა ჩატარდეს პირველი 30-45 დღის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა:  10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 15-30℃ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

მწარმოებელი ქვეყანა: შპს “ბიოტეკსი“ საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები