ბიომექტინი (BIOMECTIN)

ბიომექტინი (Biomectin)
Ivermectine


წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული საშუალება, ATCvet code: QP54AA01
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, აქლემი


შემადგენლობა: 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: ივერმექტინს 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი.
პრეპარატის აღწერა: უფერო ან მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ხსნარი.
გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი დაფასოებულია 10 და 20 მლ მუქი ფერის მინის ფლაკონში,ჰერმეტულად დახურული რეზინის საცობით, ალუმინის ჩაჩითა და პლასტმასის სახურავით პირველადი გახსნის კონტროლისთვის, ხოლო 50 და 100 მლ მუქი ფერის მინის ფლაკონში,ჰერმეტულად დახურული რეზინის საცობით, ალუმინის ჩაჩითა და პლასტმასის სახურავით პირველადი გახსნის კონტროლისთვის, მოთავსებული მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.


ფარმაკოლოგიური თვისებები: ივერმექტინი ავერმექტინის ჯგუფის პრეპარატია, რომელიც გამოირჩევა ანტიპარაზიტული
მოქმედების ფართო სპექტრით. ივერმექტინები აქტინომიცეტ Streptomyces avermitilis -ის მაკროციკლური ფერმენტაციის პროდუქტებია.
ივერმექტინი აძლიერებს გამა-ამინო-ერბო მჟავას გამოყოფას, რის შედეგადაც ირღვევა პარაზიტებში ნერვული იმპულსების გადაცემა, რაც იწვევს პარაზიტების დამბლას და სიკვდილს.
ძუძუმწოვრებში გამა-ამინო-ერბო მჟავა აღინიშნება მხოლოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. იმის გამო, რომ ივერმექტინი ადვილად ვერ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, მისი გამოყენება ამ კლასის ცხოველებში უსაფრთხოა.
პრეპარატის ქმედითუნარიანობა კანქვეშ შეყვანისას უფრო მაღალია, ვიდრე პერორალურად მიღებისას. ორგანიზმიდან იგი გამოიყოფა შარდთან და ნაღველთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება ენდო და ექტო პარაზიტების საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის,
აქლემის, ცხვრის, თხის და ღორის დასამუშავებლად.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, აქლემი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდების - Ostertagia ostertagi, O. lyrata, Haemonchus placei, Trichostrongylus axei, T. colubriformis, Cooperia oncophora, C.
Punctata, C. pectinata, Oesophagostomum radiatum, Bunostomum phlebotonum (მხოლოდ ზრდასრული ფორმები), Nematodirus helvetianus (მხოლოდ ზრდასრული ფორმები), Nematodirus spathiger (მხოლოდ ზრდასრული ფორმები). ფილტვის ნემატოდების - Dictyocaulus viviparus (ზრდასრული ფორმების და განვითარების მე-4 სტადიაში მყოფი ლარვების).
ჰიპოდერმატოზის (კანის ბორა) გამომწვევი (პარაზიტობის სამივე სტადიაში) - Hypoderma bovis, Hypoderma lineatum.
მწოველი ტილების - Linognathus vituli, Haematopinus eurysternus, Solenopotes capillatus.
ტკიპების - Sarcoptes scabiei, Psoroptes bovis (bovis) მიმართ.
ცხვარი, თხა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰელმინთების (სქესმომწიფებული ფორმები, ლარვები)
Haemonchus contortus, Ostertagia circumcincta, O.trifurcata, Trichostrongylus Axei (მხოლოდ ზრდასრული ფორმები), T.vitrinus (მხოლოდ ზრდასრული ფორმები), T. colubriformis, Nematodirus filicollis, Cooperia curticei, Oesophagostomum columbianum, O. venosum, Chabertia ovina,
Truchuris ovis (მხოლოდ ზრდასრული ფორმები); ფილტვის ნემატოდების (სქესმომწიფებული ფორმები, ლარვები): Dictyocaulus filaria, Protostrongylus rufescens. ცხვრის ბორას: Oestrus ovis (განვითარების ყველა სტადიაზე).
ტკიპების: Sarcoptes scabiei, Psoroptes communis (Ovis) მიმართ.
ღორი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდების (ზრდასრული და განვითარების მე-4 სტადიაში მყოფი ჰელმინთების) –Askarida suum, Hyostrongylus rubidus, Oesophagostomum spp. (მხოლოდ
ზრდასრული ფორმები).
ფილტვის ნემატოდების – Metastrongylus spp. (ზრდასრული ფორმები).
ტილების: Haematopinus suis; ტკიპების: Sarcoptes scabiei მიმართ.
გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი მიიღება კანქვეშ, ერთჯერადად
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, აქლემი, ცხვარი, თხა – 1მლ/50კგ ც.წ-ზე (რაც ექვივალენტურია 0,2მგ ივერმექტინის 1კგ ც.წ-ზე).
ღორი – 1,5მლ / 50კგ ც.წ-ზე (რაც ექვივალენტურია 0,3 მგ ივერმექტინის 1კგ ც.წ-ზე).


უკუჩვენებები არ აღინიშნება.


გვერდითი მოვლენები: ინექციის ადგილას ზოგიერთ ცხოველს შეიძლება აღენიშნოს ტკივილი და ანთებითი რეაქცია.
ეს რეაქციები ქრება თავისთავად, მკურნალობის გარეშე.


განსაკუთრებული მითითებები
არ გამოიყენება ვენაში ან კუნთში საინექციოდ. გამოიყენება სტერილური მოწყობილობა,
ინექციის ადგილი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებით, ინექციის ადგილიდან კლოსტრიდიუმით დაინფიცირების რისკის შემცირებისათვის. ასეთი ინფიცირების შემთხვევაში ცხოველებს მკურნალობენ შესაბამისი ანტიბიოტიკებით. მსხვილფეხა პირუტყვს
ინექცია უკეთდება მხრის წინა ან უკანა მოშვებული კანის ნაწილში, ღორებს _ კისერის ან ყურების ქვეშ. 10 მლ-ზე მეტი დოზა კეთდება რამოდენიმე ადგილას, ადგილობრივი რეაქციის თავიდან ასაცილებლად.


ბიომექტინი ეფექტურია ყველა სტადიის ნემატოდებისათვის. თუმცა ეფექტური შედეგებისათვის საქონელი უნდა აიცრას კანის ბორას (Hypoderma lineatum) გავრცელების სეზონის დასრულებისთანავე. Hypoderma-ს მატლების განადგურებამ იმ დროს როცა იგი
იმყოფება სასიცოცხლო ზონებში, შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის არასასურველი რეაქციები. მაგალითად, როცა მატლები ლოკალიზებულია საყლაპავის ირგვლივ ქსოვილებში,
შეიძლება გამოიწვიონ გაძლიერებული ნერწყვდენა და შებერილობა. ხოლო როცა ისინი ლოკალიზებულია ხერხემლის არხში, შეიძლება გამოიწვიონ თავბრუსხვევა და დამბლა.
ამიტომ მსხვილფეხა პირუტყვს ცრიან ამ პერიოდის დადგომამდე ან მის შემდეგ.
მსხვილფეხა პირუტყვი, რომელიც დამუშავდა ბიომექტინით ბორას გავრცელების სეზონის ბოლოს, ყოველგვარი რისკის გარეშე შეიძლება განმეორებით დამუშავდეს ამავე პრეპარატით ზამთარში ენდოპარაზიტების, მწოველი ტილების საწინააღმდეგოდ.
ლოდინის პერიოდი: სახორცედ ცხოველთა დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან მსხვილფეხა
რქოსანი პირუტყვის - 37 დღის შემდეგ, ცხვარი, თხა და ღორი – 28 დღის შემდეგ რძის მწარმოებელ ცხოველებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში, რომლთა რძე ან რძის პროდუქტები გამოიყენება ადამიანებისთვის საკვებად.


შენახვის პირობები: ინახება მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები