ლივერტონიკი/Livertonic

ლივერტონიკი

მცენარეული საკვებიდანამატი

კუჭ-ნაწლავის, ელენთის, თირკმელების ფუნქციის გამაუმჯობესებელი, ღვიძლის დამცავი საშუალება

მცენარეული წარმოშობის საკვები დანამატი სასოფლო სამეურნეო ფრინველებისა და ცხოველებისთვის

გარეგნული აღწერა: ყავისფერი ან მოყვითალო-ყავისფერი ფერის სითხე, სურნელოვანი სუნითა და მწარე - ოდნავ ტკბილი გემოთი.

შემადგენლობა: პორია ქოქოსი (Poria Cocos), ძირტკბილა (Licorice)

სამიზნე სახეობა: ფრინველი (ქათამი (მეხორცული, მეკვერცხული, სარემონტო), ბატი, იხვი, ინდაური), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი

ჩვენებები

- „ლივერტონიკის“ პერორალური ხსნარი გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის (მეტაბოლიზმის) სტიმულირებისთვის. არის ენერგიის წყარო.

-   აუმჯობესებს ნაღველის მჟავებისა და ფერმენტების გამომუშავებას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლიპიდურ მეტაბოლიზმში.

-  არეგულირებს ნაწლავის მიკროფლორას, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების  ათვისებას, აფერხებს პათოგენური ბაქტერიების ზრდას.

- აღადგენს ღვიძლის უჯრედებს, ხელს უშლის ღვიძლის გაცხიმოვნებას, აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს სისხლძარღვებსა და ღვიძლში.

-  ახდენს დეტოქსიკაციას, ანეიტრალებს ამიაკის მავნე ზემოქმედებას.

- აღადგენს ნაწლავის მონელებისა და შეწოვის ფუნქციას, აქვს დიარეის საწინააღმდეგო მოქმედება.

- გამოიყენება თირკმელების დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია ინფექციური ბურსიტის, თირკმლების უკმარისობის, ვისცერული სუნთქვის უკმარისობისა და მედიკამენტოზური სტიმულაციების (მაგ. სულფანილამიდების) შედეგად გამოწვეული თირკმელების დაავადებების დროს.

-  აძლიერებს იმუნურ სისტემას.

-  აუმჯობესებს სასუნთქი სისტემების ფუნქციებს.

ზოგადი სიმპტომები: ენერგიის ნაკლებობა, მადის დაქვეითება, წონის დაკლება, გაწყალებული ან თეთრი რძიანი - მწვანე ფერის ფაღარათი.

დოზირება:

 ფრინველებს, ცხოველებს:  1ლ /1000-1200 ლ წყალზე, 5-7 დღის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში დოზა ორმაგდება.

ზოგიერთ მძიმედ დაავადებულ ფრინველს ინდივიდუალურად აწვეთებენ 0,5-1 მლ, უკეთესი ეფექტისთვის.

ლოდინის პერიოდი: არ საჭიროებს

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას. 

შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას

ვარგისობის ვადა: 2 წელი

მწარმოებელი:  შპს „ბიოტეკსი“ , საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8

 

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები