ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი, კატა.
მოქმედი ნივთიერება: კოფეინი- 80 მგ, ნატრიუმის ბენზოატი- 120 მგ; არააქტიური ნივთიერება: საინექციო წყალი 1 მლ-მდე.
მოკლე აღწერა: კოფეინი-ნატრიუმის ბენზოატი ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ძირითადად მოქმედებს თავის ტვინის ქერქზე, რესპირატორულ და ვაზომოტორულ ცენტრებზე; მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ზურგის ტვინს; აუმჯობესებს გულის აქტივობას; აქვს კომპლექსური ეფექტი სისხლძარღვთა სისტემაზე; ზრდის განივზოლიანი კუნთების მუშაობას და ზრდის დიურეზს. კოფეინის მასტიმულირებელი ეფექტი იწვევს ფიზიკურ აქტივობას, დაღლილობისა და ძილიანობის შემცირებას.
სრული ანოტაცია