ალბეზინი #90

აქტიური ნივთიერებები: 1 ტაბლეტი შეიცავს,  ალბენდაზოლს 360მგ; თუთიის ოქსიდს 100მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი კარტოფილი, პოლივინილპიროლიდონი, ლაქტოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, აეროსილა, ნატრიუმის კროსკარმელოზა.

აღწერა: თეთრი ან  თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტი ერთ მხარეს ჭდით, მეორე მხარეს წარწერა “BIO” შესაძლოა აღინიშნებოდეს თეთრი ფერის წინწკლები.

გამოშვების ფორმა 50 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში; #15 ტაბლეტი ბლისტერზე, #6 ბლისტერი მუუყაოს კოლოფში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰელმინთური საშუალება.ATC vet code: QP52AC11

სამიზნე სახეობა: ყველა სახის ცხოველი და ფრინველი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ალბენდაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის კარბამატის წარმოებულს, ახასიათებს ფართო სპექტრის მოქმედება. აქტიურია  ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების ცესტოდების, ასევე ტრემატოდების მიმართ, აქვს ოვოციდური მოქმედების უნარი, რაც ხელს უშლის საძოვრებისა და სადგომების დაბინძურებას.

ალბენდაზოლი აინჰიბირებს მიკროარხების პოლიმერიზაციას, მიკროარხების დაშლით ირღვევა გლუკოზის ტრანსპორტირების პროცესი, რაც ჰელმინთების ორგანიზმში იწვევს მიკროტუბულარული აპარატის ფუნქციურ მოშლას, მათ სიკვდილს და ორგანიზმიდან გამოდევნას. ნაწლავური ჰელმინთოზებისას ალბენდაზოლი ეფექტურია ერთჯერადი დოზით, საჭმლის მიღების შემდეგ მისი ბიოშეღწევადობა ძლიერდება.

თუთიას ახასიათებს ანტისეპტიკური, ადსორბციული, ანთების საწინააღმდეგო, შემბოჭველი და მადეზინფიცირებელი მოქმედება. აქტიურადაა ჩართული ყველა სახის ცვლის პროცესებში, მათ შორის ცილის და კოლაგენის სინთეზში. ხელს უწყობს პარაზიტის მიერ კუჭნაწლავის დაზიანებული ნაწილების, უჯრედების, ქსოვილებისა და შემაერთებელი ქსოვილის ეპითელიზაციის პროცესის სტიმულაციასა და რეგენერაციას.

პარაზიტი ტუჩებით მიემაგრება რა კანისა და ნაწლავის უჯრედებს,  მიმაგრებისა და თავმოყრის ადგილებში ფორმირდება კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი (ეროზიული, ინფილტრაციული) და დისპეფსიური დარღვევები. თუთიის ნაწლავის დაზიანებულ ადგილზე მოხვედრისას ხდება ცილების დენატურაცია, წარმოიქმნება დამცავი ფიზიკური ბარიერი, რაც შედეგად ხელს უწყობს ნაწლავის კედლის დაზიანებული უბნის და ქსოვილების რეგენერაციას.

თუთიისა და ალბენდაზოლის კომბინაციით მინიმუმამდეა დაყვანილი ალბენდაზოლის გვერდითი ეფექტები (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ლეიკოპენია, ჰიპერმგრძნობელობა: ალერგიული რეაქციები), ჩამოთვლილი სიმპტომები მსუბუქად მიმდინარეობს.

ალბეზინის ტაბლეტები ორგანიზმზზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება ნაკლებად საშიშ ნივთიერებას (საშიშროების მე-4 კლასი).  პრეპარატს რეკომენდებული დოზით კარგად იტანენ ცხოველები.

ფარმაკოკინეტიკა: ალბენდაზოლი პერორალურად მიღებისას უკეთესად შეიწოვება, ვიდრე სხვა ბენზიმიდაზოლები. დოზის  დაახლოებით 47% ცხრა დღის განმავლობაში გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით. პერორალურად მიღების შემდეგ პირველადი შენაერთები პლაზმაში ან არ აღინიშნება, ან აღინიშნება მხოლოდ დროის მცირე პერიოდში, რის შედეგადაც ეფექტი ძალიან სწრაფად ვლინდება. აქტიური მეტაბოლიტები ალბენდაზოლის სულფოქსიდი და ალბენდაზოლის სულფონი პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციებს აღწევენ ორგანიზმში მოხვედრიდან 20 სთ-ის განმავლობაში.

თუთია შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან (თორმეტგოჯა ნაწლავი, მლივი ნაწლავი). ეს პროცესი ხორციელდება სპეციფიკური ცილის მეშვეობით, რომელიც სინთეზირდება კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ. გამოიყოფა ძირითადად ფეკალურ მასებთან და შარდთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველების,  ველური ცხოველებისა და ფრინველების სადეჰელმინთიზაციოდ მრგვალი ჭიების, ფილტვის ჭიების, ბრტყელი (ლენტისებური და მწოველი) ჭიების,  ღვიძლის პეპლებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ინვაზიების, ჭუპრებისა და ზრდასრული ჭიების სამკურნალოდ, გააჩნია ოვოციდური მოქმედება. გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

• კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი,  სტრონგილატოზი, ტრიქოსტრონგილიდოზი, ჰიოსტროგილოზი, პარასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი, ჰეტერაკიდოზი;

• ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილიოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილოზი);

• ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი);

• ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომიდოზი).

გამოყენების წესი და დოზები პრეპარატი ეძლევა წინასწარ მშიერი დიეტის გარეშე, ინდივიდუალურად ან ჯგუფური მეთოდით (ფრინველებში), პერორალურად, საკვებთან ერთად ერთჯერადად, ბეწვიან ნადირსა და ფრინველს ორჯერადად.

მსხვილფეხა პირუტყვს, ირემს, აქლემს, ველურ მცოხნავებს: კუჭ-ნაწლავის ნემატოდების, ფილტვის ნემატოდების წინააღმდეგ 1ტაბლ/50კგ ც.წ-ზე; ცესტოდების მიმართ 1ტაბლ/35კგ ც.წ-ზე; ტრემატოდების დროს 1 ტაბლ /25-35კგ ც.წ-ზე.

ცხვარს, თხას: კუჭ-ნაწლავის ნემატოდების, ფილტვის ნემატოდების, ცესტოდების წინააღმდეგ _ 1 ტაბლ/35-70კგ ც.წ-ზე; ტრემატოდების დროს 1ტაბლ /45კგ ც.წ-ზე.

ღორს: კუჭ-ნაწლავის ნემატოდების დროს 1 ტაბლ/20-35კგ ც.წ-ზე.

ცხენს, ვირს, ჯორს: 1 ტაბლ/50კგ ც.წ-ზე

ბეწვიან ნადირს, ბოცვერს: 1ტაბლ/7-10კგ ც.წ-ზე

ფრინველს: კუჭ-ნაწლავის ნემატოდების მიმართ 1ტაბლ/25-30კგ ც.წ-ზე; ფილტვის ნემატოდების დროს 1 ტაბლ/30-35კგ ც.წ-ზე,  დღეში ერთჯერ, 2 დღის განმავლობაში

გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს თერაპიული დოზის 3-ჯერადი გადიდებითაც.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. პრეპარატი არ გამოიყენება დაუძლურებულ ცხოველებში, მწვავე ფასციოლოზის დროს და  მაკეობის პირველ მესამედში.

ლოდინის პერიოდი: ცხოველის დაკვლა ხორცის გამოყენების მიზნით ნაბადართულია დეჰელმინთიზაციიდან  არაუადრეს 14 დღისა. რძე გამოიყენება 3 დღის შემდეგ.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა: შპს "ბიოტეკსი", საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. #8.

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები