აქტიური ნივთიერებები: ნატრიუმის სულფატი დაკრისტალებული 10 მოლეკულა წყალთან (NaS2O4 . 10H2O).
გარეგნული აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე, ჰაერის ზემოქმედებით გამოქარწყლებადი კრისტალები.
გამოშვების ფორმა: 500 გ პერორალური ფხვნილი პოლიეთილენის პაკეტში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზზე მოქმედი საშუალება
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენები, ღორი, ცხვარი, ძაღლი, კატა.
ფარმაკოლოგიური თვისებები: გლაუბერის მარილი თითქმის არ შეიწოვება ნაწლავებში და აფერხებს წყლის შეწოვას. მცირე დოზებით აღიზიანებს კუჭის და ნაწლავების ლორწოვან გარსს, აძლიერებს სეკრეციას, პერისტალტიკას და აუმჯობესებს მონელებას. საფაღარათო მოქმედება გამოიხატება ნაწლავების მთელ არეში. იწვევს ნაღვლის წარმოქმნის სტიმულაციას და სანაღვლე გზების პერისტალტიკას. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ითვლება რომ ნატრიუმის სულფატი არის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საფაღარათო საშუალება.
გამოყენების ჩვენებები: გლაუბერის მარილი მცირე დოზებით გამოიყენება მადის მოსამატებლად და მონელების გასაუმჯობესებლად, ხოლო დიდი დოზებით, როგორც საფაღარათო (შეკრულობის დროს), ნაღვლმდენი, სპაზმოლიტური საშუალება. ასევე გამოიყენება ნაწლავების გადავსების, მეტეორიზმის დროს და ტოქსინების გამოსადევნად.
გამოყენების წესი, დოზირება: გლაუბერის მარილი მიიღება პერორალურად, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად,
მადის მოსამატებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად:
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხენს - 0,5გ/კგ ც.წ-ზე; ღორს, ცხვარს - 0,3გ/კგ ც.წ-ზე; ძაღლს, კატას - 1,0გ/კგ ც.წ-ზე;
როგორც საფაღარათო, სპაზმოლიზური საშუალება:
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხენს - 1,0გ/კგ ც.წ-ზე, ღორს, ცხვარს - 0,5გ/კგ ც.წ-ზე ძაღლს, კატას - 1,5გ/კგ ც.წ-ზე)
ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მავნე ნივთირებების გამოსადევნად გამოიყენება იგივე დოზები.
უკუჩვენება: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. გლაუბერის მარილი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გამოფიტულ და დეჰიდრატირებულ ცხოველებში. ვინაიდან გლაუბერის მარილი შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმის იონებს, პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ასაკიან ცხოველებს.
განსაკუთრებული გაფრთხილება: გლაუბერის მარილის გამოყენების დროს საჭიროა ჭარბი სითხის მიღება.
ლოდინის პერიოდი: ვინაიდან, ნატრიუმის სულფატი არ შეიწოვება სისხლში და არ გროვდება ქსოვილებში. ცხოველების დაკვლა ხორცის გამოყენების მიზნით ნებადართულია.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
მწარმოებელი ქვეყანა: შპს “ბიოტეკსი”, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8.