აქტიური ნივთიერებები: პრეპარატის 1 მლ შეიცავს: 0,05 მლ დელტამეტრინს
დამხმარე ნივთიერებები: ქსილოლი, კალციუმის დოდეცილბენზილსულფონატი, ტრისტირილფენოლ ეტოქსილატები
აღწერა: ზეთოვანი კონცენტრატი, მოყვითალო ფერის, ჰომოგენური სითხე, სპეციფიკური სუნით.
გამოშვების ფორმა: 3 მლ მინის აპულაში, 100 მლ პოლიეთილენის ფლაკონში, 1 ლ პოლიეთილენის ბოთლში და 5 ლ პოლიეთილენის ბიდონში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ექტოპარაზიტული, ინსექტოაკარიციდული საშუალება; Atc vet.code: QP53AC11
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი ბიტოქსი დამზადებული სინთეზური პირეთროიდის დელტამეტრინის საფუძველზე და ხასიათდება ფართო სპექტრის ინსექტოაკარიციდული მოქმედებით, აქტიურია მუნის, ქათმის ტკიპის, იქსოდიდური ტკიპების, ქავანას, ფარეხის ტკიპების, ბაღლინჯოების, ბუზების, მუმლის, კოღოების და სხვა ექტოპარაზიტების მიმართ. მოქმედების მექანიზმი ეფუძვნება ნეიროკუნთოვანი გადაცემის ბლოკირებას პერიფერიული ნერვების განგლიონების დონეზე, რასაც მოსდევს პარაზიტის დამბლა და სიკვდილი. ბიტოქსი ზომიერად ტოქსიკურია თბილსისხლიანი ცხოველებისთვის. რეკომენდებულ დოზებსა და კონცენტრაციებში არ ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ალერგიული მოქმედება. ტოქსიკურია თევზებისა და ფუტკრებისათვის.
გამოყენების ჩვენებები: ბიტოქსი გამოიყენება მხოლოდ ცხოველების ექტოპარაზიტების (მუნის ტკიპას, ქავანების, რწყილების, იქსოდიდური ტკიპების, ტილების, კოღოების, ბუზების, მუმლის, ხორცის ბუზის მატლების) გასანადგურებლად.
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი გამოიყენება ცხოველთა დასამუშავებლად წყლიანი ემულსიის ფორმით, შესხურების ან გაბანვის მეთოდით.
სამუშაო ემულსიას ამზადებენ მუშაობის დაწყების წინ. თავდაპირველად კონცენტრატს წყლის მცირე მოცულობაში გულდასმით შეურევენ (1 : 4) და შემდეგ მიღებულ ნარევს თანდათანობით ასხავენ აბაზანაში ან სადეზინფექციო დანადგარში, რომელშიც ემატება წყალი მოთხოვნილ მოცულობამდე (ურევენ დაახლოებით 10 წთ განმავლობაში). სამუშაო ემულსიის ტემპერატურა უნდა იყოს 15-20℃-ის ზღვრებში.
გაბანილი ცხოველიდან პრეპარატი არ ჩამობანოთ.
არ არის რეკომენდებული ქარის საწინააღმდეგოდ შესხურება.
ცხოველების დამუშავება ხდება დილის საათებში, საძოვარზე გარეკვის წინ ან დღისით დასვენების პერიოდში ენტომოზებზე ჩვენებების მიხედვით.
ფსოროპტოზის საწინააღმდეგოდ, ცხვრების გაბანვით დამუშავებისთვის: 1ლ კონცენტრატი იხსნება 1600ლ წყალზე; შესხურების მიზნით: 1ლ კონცენტრატი იხსნება 1000ლ წყალზე; პროფილაქტიკის მიზნით, ცხოველებს ამუშავებენ ერთჯერადად, სამკურნალო მიზნებისათვის - ორჯერადად, 7- დან 10 დღის ინტერვალით.
იქსოიდური ტკიპების საწინააღმდეგოდ, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესხურებით დამუშავებისთვის - 1ლ/1350ლ წყალში. ხარჯვის ნორმა - 2-3 ლ ცხოველზე. ცხოველების დამუშავება ხდება 6-7 დღეში ერთხელ.
გამოყენებული სითხე ჩაასხით სალექარში.
უკუჩვენებები: ავადმყოფი და დაუძლურებული ცხოველების დამუშავება არ შეიძლება.
გვერდითი მოვლენები: მითითებული კონცენტრაციების გამოყებებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
ლოდინის პერიოდი: სამიზნე სახეობის ცხოველების სახორცედ დაკვლა დასაშვებია პრეპარატის ბოლო მიღებიდან - 5 დღის შემდეგ. აღნიშნულ ვადაზე ადრე ცხოველის იძულებით დაკვლის შემთხვევაში ხორცი შეიძლება გამოყენებული იქნას ხორცისმჭამელი ცხოველების საკვებად ან ძვლისა და ხორცის ფქვილის წარმოებაში.
რძის საკვებად მიღება აკრძალულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, ასეთი რძე შეიძლება გამოყენებული იქნას ცხოველთა საკვებად.
სიფრთხილის ზომები: პრეპარატთან მუშაობას აწარმოებენ სპეციალური ტანსაცმლით (ხალათი, წინსაფარი, ქუდი, ხელთათმანები, დამცავი სათვალეები და რესპირატორი). მუშაობის დროს არ შეიძლება მოწევა, ჭამა და სმა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ აუცილებელია პირის გამოვლება, ხელების და სახის საპნით დაბანა. კანზე მოხვედრისას უნდა დაიბანოთ საპნით და დიდი ოდენობის გამდინარე წყლით. არ გამოიყენოთ ცარიელი ფლაკონები. დაუშვებელია გამოყენებული სითხის მოხვედრა წყალსატევებსა და მდინარეებში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25 ℃-ზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8