პიროტეკსი 7%+B12+B6  (Piroteks 7% +B12+B6)

აქტიური ნივთიერებები: 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს, დიმინაზინ დიაცეტურატი 0.07გ; 

დამხმარე ნივთიერებები: ფენაზონი; ვიტამინი B12; ვიტამინ B6 პოლივინილ-პიროლიდონი; საინექციო წყალი 1 მლ-მდე

აღწერა: მოწითალო-ნარინჯისფერი ფერის გამჭვირვალე ხსნარი,დამახასიათებელი სუნით

გამოშვების ფორმა: 24 მლ 50 მლ და 100მლ   ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული საშუალება, ATC vet-code:QP51AF01

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, აქლემი, ცხენი, ძაღლი

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიმინაზინის დიაცეტურატი  წარმოადგენს ანტიპროტოზოულ საშუალებას, აქტიურია სისხლის პარაზიტების ბაბეზიების (Babesia bovis, Babesia ovis, Babesia caballi, Babesia equи, Babesia canis), ტრიპანოსომების (Tr. congolese, Tr. vivax, Tr. brucei), თეილერიების (Theileria annulata) მიმართ. მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება პათოგენურ უმარტივესებში აერობული გლიკოლიზის და დნმ-ის სინთეზის ინჰიბირებას.

ფენაზონი (ანტიპირინი) დიმინაზინის მასტაბილიზირებელია, მას ასევე ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ციებ-ცხელების  ხანგრძლივობას.

ვიტამინები B6 და B12 ხელს უწყობს სისხლმბადი ორგანოებისა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

პრეპარატის ხსნარის პარენტერალური გზით მიღების შემდეგ დიმინაზენი თერაპიულ კონცენტრაციას სისხლში აღწევს 3-4 სთ-ში და ინარჩუნებს თერაპიულ დონეს 24 სთ-ის განმავლობაში, პრეპარატი გროვდება ძირითადად თირკმელებსა და ღვიძლში, ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდთან ერთად, ლაქტაციის პერიოდში – ნაწილობრივ რძესთან ერთად.

პრეპარატი პიროტეკსი 7% + B12 + B6 ზემოქმედების ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება ზომიერად საშიშ ნივთიერებებს (3 კლასი საშიშროების) რეკომენდირებული დოზებით არ ავლენს მასენსიბილირებელ, ემბრიოტოსიკურ და ტერატოგენურ მოქმედებას.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი პიროტეკსი 7% + B12+B6 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ცხენის, აქლემის და ძაღლის სისხლის პარაზიტული დაავადებების (ტრიპანოსომოზი, პიროპლაზმოზი, ბაბეზიოზი, ჰემოსპორიდიოზი, ფრანსაიელოზი, თეილერიოზი, ცხენის ნუტალიოზი), აგრეთვე შერეული ინვაზიების (პიროპლაზმოზი და ფრანსაიელოზი) მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

 გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთში, ერთჯერადად.

მსხვილფეხა პირუტყვსცხენსცხვარსთხას: სამკურნალოდ – 1მლ/20კგ ც.წ-ზე; საპროფილაქტიკოდ – 1მლ/40კგ ც.წ-ზე; დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისას – 1მლ/10კგ ც.წ-ზე; საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო დოზის გამეორება შეიძლება 24 სთ-ის შემდეგ.

ტრიპანოსომებით გამოწვეული ნაგანის დაავადების დროს, პრეპარატი გამოიყენება ორმაგი დოზით.

ძაღლების პროტოზოული დაავადებების სამკურნალოდ  – 1მლ 10კგ ც.წ-ზე.

       ! ადგილობრივი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, ერთ ადგილას უკეთდება არა უმეტეს 10 მლ.

გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას პრეპარატს არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, არ იჩენს ადგილობრივ გამაღიზიანებელ და ალერგიულ მოქმედებას.

ძაღლებსისთვის რეკომენდირებულია პრეპარატის მიღების წინ ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალების პარენტერალურად მიღება.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბებისას ცხოველებმა შეიძლება გამოავლინონ ნერვული სიმპტომები (ბრადიკარდია, სუნთქვის გახშირება, ანორექსია, ტრემორი),Aამ დროს დამატებით ენიშნებათ სიმპტომატური მკურნალობა (საგულე, ანტიჰისტამინური, დამამშვიდებელი საშუალებები, ვიტამინები, მიკროელემენტები)

უკუჩვენებები

პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა

ლოდინის პერიოდი

ხორცი – 21 დღე, რძე _ 3 დღე

ვადაზე ადრე იძულებით დაკლული ცხოველის ხორცი გამოიყენება ძვალ-ხორცის ფქვილის დასამზადებლად. პრეპარატი აბსოლუტურად უსაფრთხოა მომსახურე პერსონალისთვის.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმტეს 25 ℃ ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 1 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა:  შპს ”ბიოტეკსი”, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები