ლევაზანი (LEVAZAN)

აქტიური ნივთიერებები: 1მლ სუსპენზია შეიცავს: ლევამიზოლის ჰიდროქლორიდს 30 მგ, ოქსიკლოზანიდს 60მგ.

დამხმარე ნივთიერებებს:  ნატრიუმის ბენზოატს; ქსანტანს, ლიმონმაჟვას, გამოხდილ წყალს

აღწერა: თეთრი -  მოკრემისფრო, ან კრემისფერი ფერის სუსპენზია, დაყოვნებისას შესაძლოა დაიყოს ფაზებად.

გამოშვების ფორმა: 100 მლ და 250 მლ თეთრი ფერის პოლიეთილენის ფლაკონში; 500 მლ და 1000 მლ თეთრი ფერის პოლიეთილენის ბოთლში.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰელმინთური  საშუალება, Atc vet. code: QP52AE01-levamisole; QP52AG06 oxyclozanide

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხბო, ცხვარი და თხა

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლევამიზოლის და  ოქსიკლოზანიდის  კომბინაცია ხასიათდება ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური მოქმედებით.

ლევამიზოლი - იმიდაზოთიაზოლის ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური საშუალებაა, რომელიც  აქტიურია ზრდასრულ და ლარვულ სტადიაში მყოფი კუჭნაწლავის, ფილტვის ნემატოდების, ტრემატოდების და ცესტოდების მიმართ.

ლევამიზოლის მოქმედების მექანიზმი დამყარებულია ჰელმინთის ნერვულ-კუნთოვანი სისტემის ზემოქმედებაზე, მისი ფერმენტების აქტივობის დათრგუნვას მოჰყვება ჰელმინთის დამბლა და სიკვდილი.

ლევამიზოლი, პერორალურად მიღებისას სწრაფად შეიწოვება და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას 30-50 წუთის შემდეგ.  ლევამიზოლის თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება ორგანიზმში 6-9 სთ განმავლობაში, ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად.

ოქსიკლოზანიდი სალიცილანილიდის ჯგუფის ანტიჰელმინთური საშუალება აქტიურია ტრემატოდების,  ცესტოდების და  სისხლისმწოვი ნემატოდების წინააღმდეგ. ოქსიკლოზანიდი ახდენს დაჟანგვითი ფოსფორილირებადი ციკლის დარღვევას, რაც იწვევს ატფ-ის დონის შემცირებას, გამომდინარე აქედან ხდება ჰელმინთებში მეტაბოლური პროცესების დარღვევა, რაც იწვევს პარაზიტების სიკვდილს.

ოქსიკლოზანიდის პერორალურად მიცემისას შეწოვა ხდება ნელა, სისხლის პლაზმაში თერაპიული კონცენტრაცია მიიღწევა 24 სთ-ში.  

გამოყენების ჩვენება 

პრეპარატი გამოიყენება კუჭნაწლავის და ფილტვის ნემატოდების: (Haemonchus spp, Ostertagia spp, Trichostrongylus sp, Nematodirus ssp, bunostomum spp, Oesophagostomum spp, Cooperia spp: Dictyocaulus liverfluke ).

ტრემატოდების და ცესტოდების:(Fasciola gigantica, Fasciola hepatica, Paramphistomum spp, Moniezia spp) წინააღმდეგ.

გამოყენების წესი, დოზირება 

პრეპარატი გამოიყენება მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, ეძლევა პერორალურად, ინდივიდუალურად.  გამოყენების წინ პრეპარატი კარგად შეანჯღრიეთ.

მსხვილფეხა რქოსან პირყტყვს, ხბოს, ცხვარს და თხას: 2,5 მლ 10 კგ ცოცხალ წონაზე.

გვერდითი მოვლენები

ინსტრუქციის შესაბამისად სამკურნალო პროდუქტის გამოყენებისას ცხოველებში გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ შეინიშნება.

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობის გაზრდით და ალერგიული რეაქციების გამოვლენით მისი გამოყენება წყდება და ცხოველს უნიშნავენ ანტიჰისტამინური საშუალებებს, მიმართავენ სიმპტომურ თერაპიას.

უკუჩვენება 
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების (ლევამიზოლის ან ოქსიკლოზანიდის) მიმართ.

არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება დასუსტებულ, გამოფიტულ, ინფექციური დაავადებებით დაავადებულ ცხოველებში.

უკუნაჩვენებია პრეპარატის გამოყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მაკეობის ბოლო მესამედში, ცხვარის, თხის მაკეობის მეორე ნახევარში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, თირკმლის ან ფილტვის უკმარისობის მქონე ცხოველებში. პირანტელის, მორანტელის და ფოსფორ ორგანულ შენაერთებთან ერთად გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირებისას ზოგიერთ ცხოველს აღენიშნება აგზნება, კოლიკა, ნერწყვდენა, გაძლიერებული დეფეკაცია, დიარეა, შარდვა, ატაქსია, ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციება). აღნიშნული სიმპტომები როგორც წესი თავისით ქრება თერაპიული საშუალებების გამოყენების გარეშე.

დაყოვნების პერიოდი 
ხორცი - 28 დღე; რძე- 4 დღე. 

შენახვის პირობები 
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე 15-250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი

მწარმოებელი ქვეყანა:  შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები