ლევამიზოლი 7,5% (Levamisole 7.5%)

აქტიური ნივთიერებები: 1მლ საინექციო ხსნარი შეიცავს:  ლევამიზოლის ჰ/ქ - 75 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ტრილონ ბ; ნატრიუმის მეტაბისულფიტი; ნატრიუმის ციტრატი; ქლორეტონი; ლიმონმჟავა (30%-იანი წყალხსნარი) – pH  3-დან- 4.5 - მდე; საინექციო წყალი 1 მლ-მდე;

აღწერა:    უფერო, ოდნავ მოყვითალო ფერის, გამჭვირვალე სითხე.

გამოშვების ფორმა: 10მლ, 20 მლ, 50 მლ, 100 მლ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰელმინთური  საშუალება, Atc vet. code: QP52AE01-levamisole

სამიზნე სახეობამსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: იმიდაზოთიაზოლის ჯგუფის ჰელმინთების საწინააღმდეგო პრეპარატს გააჩნია ფართო სპექტრის ნემატოციდური მოქმედება. აქტიურია ლარვული და კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ფილტვების ნემატოდების სქესმწიფე სტადიების მიმართ, მათ შორის: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის (Haemonchus spp, Ostertagia spp, Trichostrongylus sp, Nematodirus spp, Bunostomum spp, oesophagostomum spp, cooperia spp), ღორის (Ascaris spp., Strongyloides spp., Metastrongylus spp., Oesophagostomum spp.), ძაღლის (Toxocara canis, Toxascaris leonina,  Ancylostoma caninum, Uncinaria stenocephala-ს) ნემატოდებით გამოწვეული დაავადებების დროს.

პრეპარატი მოქმედებს ჰელმინთის ნერვ-კუნთოვან სისტემაზე, თრგუნავს  ფერმენტების აქტივობას, რასაც მოჰყვება ჰელმინთის დამბლა და სიკვდილი. პრეპარატი მიეკუთვნება ზომიერად ტოქსიკურ პრეპარატებს. თერაპიულ დოზებში ცხოველები პრეპარატს თავისუფლად იტანენ. ავლენენ მუტაგენურ, ემბრიოტოქსიკურ და მასენსიბილიზებელ მოქმედებას.

ლევამიზოლი პარენტერალური გზით შეყვანის შემდეგ  სწრაფად შეიწოვება და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას ქსოვილებში 30-50 წუთის შემდეგ. პრეპარატის  თერაპიული დონე ნარჩუნდება ორგანიზმში 6-9 საათის განმავლობაში, ორგანიზმიდან გამოიყოფა 3-4 დღის შემდეგ უპირატესად შარდთან და ნაწილობრივ ფეკალთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები: 

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის - დიქტიოკაულოზის, ჰემონქოზის, ბუნოსტომოზის, ეზოფაგოსტომოზის, ნემატოდიროზის, ოსტერტაგიოზის, ქაბერტიოზის, კოოპერიოზის, სტრონგილოიდოზის;

ღორის - ასკარიდოზის, ეზოფაგოსტომოზის, სტრონგილოიდოზის, ტრიქოცეფალოზის, ქიოსტრონგილოზის, მეტასტრონგილოზის;

ძაღლის - ტოქსოკაროზის, ტოქასკარიდოზის, უნცინარიოზის, ანკილოსტომოზის დროს.

გამოყენების წესი, დოზირება:

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს -  კუნთში ან კანქვეშ,  1 მლ/ 10 კგ. ც.წ.-ზე, ერთჯერადად. 300კგ-ზე მეტი წონის საქონელს უკეთდება არაუმეტეს  30 მლ.

წვრილფეხა რქოსან პირუტყვ - კუნთში ან კანქვეშ, 1 მლ/ 10 კგ. ც.წ-ზე, ერთჯერადად. 65 კგ-ზე მეტი წონის ცხოველს უკეთდება არაუმეტეს 4,5 მლ.

ღორს - კუნთში ან კანქვეშ, 1 მლ/ 10 კგ. ც. წ.-ზე, ერთჯერადად. 150 კგ-ზე მეტი წონის ცხოველს უკეთდება არაუმეტეს 20 მლ.

ძაღლს - კუნთში ან კანქვეშ, 1 მლ. / 10 კგ. ც.წ.-ზე ერთჯერადად.

უკუჩვენებები: არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიცემა მაკეობის ბოლო 3 თვეში, არ ეძლევა 10 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდეულს.

ლოდინის პერიოდი: ხორცი - 7 დღე, რძე - 2 დღე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი:  შპს ,,ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი იუმაშევის ქ. #8.

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები