იოდზეფი 10% (Iodzef 10%)

აქტიური ნივთიერებები: 1მლ ხსნარი შეიცავს: პოვიდონ იოდს 100მგ. 

დამხმარე ნივთიერებები:  გლიცერინი, ნატრიუმის ჰიდროქლორიდი, გამოხდილი წყალი.

აღწერა: მუქი ყავისფერი სითხე, დამახასიათებილი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, სადეზინფექციო საშუალება, Atc vet.code: QD08AG02.

სამიზნე სახეობა: ყველა სახის ცხოველი და ფრინველი

გამოშვების ფორმა: 50 მლ მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი თეთრი ფერის ბრტყელ  პოლიეთილენის ფლაკონში,   გამფრქვევი საცობით და დამცავი ხუფით,100 მლ და 20 მლ პოლიეთილენის ფლაკონში, 1000 მლ პოლიეთილენის ბოთლში.

ფარმაკოლოგიური თვისებები: იოდზეფი 10% ანტისეპტიკური, სადენზიფექციო საშუალება ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სფექტრით, აქტიურია ბაქტერიების (გრამდადებითი და გრამუარყოფითი, მათ შორის პასტერელას, სალმონელას, ეშერიხია კოლის, სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, სპიროქეტების, კორინებაქტერიების, ტუბერკულიოზის, მიკრობაქტერიის და სხვა), სოკოების, ვირუსების, უმარტივესების მიმართ. კანთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტისას იოდი თანდათან და თანაბრად გამოთავისუფლდება და ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას მიკროორგანიზმებზე. პოვიდონ-იოდის პრეპარატების გამოყენების ადგილზე რჩება თხელი ფერადი ფენა, რომელიც მანამდე ინახება, სანამ არ განთავისუფლდება იოდის მთლიანი რაოდენობა, შემდეგ მისი მოქმედება წყდება. ბაქტერიციდული მოქმედება ვითარდება სწრაფად, მეტწილად 15-60 წამში. კანზე და ლორწოვან გარსზე კონტაქტისას იოდ-პოლივინილპიროლიდონის კომპლექსი გარდაიქმნება ბაქტერიციდულ აქტიურ იოდში.

გამოყენების ჩვენებები:

  • ხელების დეზინფექცია (სამედიცინო პერსონალის, ქირურგის, ასევე დაინფიცირებულ ავადმყოფიდან კონტაქტის შემთხვევაში), ლორწოვანი გარსების ანტისეპტიური დამუშავება, ავადმყოფის ჰიგიენური დამუშავება, მაგალითად, ქირურგიულ ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ, გინეკოლოგიურ და სამეანო პროცედურამდე, შარდის ბუშტის კათეტერიზაციამდე, ბიოფსიამდე, ინექციამდე, პუნქციამდე, სისხლის აღებამდე და ასევე პირველი დახმარების სახით.
  • ინფიცირებული მასალით შემთხვევით დაბინძურების შემთხვევაში: ინფექციური დერმატიტების, სოკოვანი დაავადებების, პაპილომების, ჩირქოვანი დაავადებების,ჭრილობების, დამწვრობების, წყულელების, მათ შორის ტროფიკული წყლულების ანტისეპტიკური დამუშავება.
  • გინეკოლოგიაში მწვავე და ქრონიკული ვაგინიტების, მომყოლის შეჩერების, ენდომეტრიტების, მეტრიტების, ტრიქომონოზის, კანდიდოზის დროს.
  • ცხოველების კიდურების დეზინფექცია თურქულით, ნეკრობაცილოზით დაავადების შემთხვევაში.
  • განზავებული ხსნარის გამოყენება შეიძლება ოფთალმოლოგიური ჩარევის დროს.
  • შენობების, წარმოება-დაწესებულებების, კვების ობიექტების, სამედიცინო  დაწესებულებების საკვებურების, წყლის ჭურჭლის, ასევე ცხოველების სადგომების, ინკუბატორების, საფრინველისა და სხვა მოწყობილობების დეზინფექცია

გამოყენების წესი, დოზირება: იოდზეფი 10%-ის ხსნარი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის განზავებული და განუზავებელი სახით. ხსნარი არ უნდა განზავდეს ცხელი წყლით. დასაშვებია ხანმოკლე შეთბობა სხეულის ტემპერატურამდე. ხსნარი არ არის განკუთვნილი შიგნით მისაღებად.

  • კანისა და ჭრილობების დასამუშავებლად გამოიყენება იოდზეფი 10%-ის  წყალხსნარი 1:10 განზავებით.
  • კიდურებისა და პირის ღრუს დეზინფექციისათვის 1:100-150-ზე განზავებით.
  • კანისა და ლორწოვანი გარსის სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში გამოიყენება იოდზეფის 10%-იანი განუზავებელი ხსნარი. გარეგანი დამუშავებისათვის დაიტანენ დაზიანებულ უბანზე და ტოვებენ 1-2 წთ, შემდეგ ჩამობანენ გულდასმით.
  • შენობა ნაგებობის და მოწყობილობის სადეზინფექციოდ - 1:100 – 1-200-ზე განზავებით. ხსნარი 1 ლიტრი საკმარისია - 4მ2 ფართობის დასამუშავებლად, ხოლო გაფრქვევით ან გაბოლებით 100მ3 მოცულობისათვის.
  • შენობა ნაგებობის და მოწყობილობის სადენზიფექციოდ ინფექციური კერების არსებობისას -1:20 – 1:50 განზავებით.

უკუჩვენებები: მაღალი მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ: ჰიპერთირეოზი, მაკეობის II და III ტრიმესტრი, იოდისადმი მაღალი მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები:  ჩვეულებრივ კარგად აიტანება. კანის ზემგრძნობელობის რეაქციები (შენელებული ტიპის ალერგიული რეაქციები - ქავილი, სიწითლე, ბუშტუკები) აღინიშნება ძალიან იშვიათად. ამ დროს პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

უსაფრთხოების ზომები: იოდზეფი 10%-ის  დალევა დაუშვებელია. ხსნარის თვალში მოხვედრა საზიანოა. თვალში მოხვედრისას უნდა მოხდეს მისი წყლით გულდასმით გამორეცხვა.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას 15-25 ℃  ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სამუშაო ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ. დამზადებული ხსნარის ხანგრძლივად შენახვა დაუშვებელია. ხსნარს უნდა ჰქონდეს მუქი-ყავისფერი შეფერილობა, გაუფერულება არაეფექტურობის მაჩვენებელია. სინათლეზე და 40℃ ტემპერატურაზე ჩქარდება აქტიური ნივთიერების დაშლა.

ვარგისობის ვადა:  2 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა: შპს "ბიოტეკსი", საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8

 

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები