თუთიის მალამო
აღწერა: თუთიის მალამო წარმოადგენს უსუნო, თეთრი ფერის სქელ ერთგვაროვან მასას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
სამიზნე სახეობა: სასოფლო - სამეურნეო და შინაური ცხოველები.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის. გამოხატული აქვს ადგილობრივი ანალგეტიკური უნარი, აუმჯობესებს ჭრილობების შეხორცებას.
გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება კანის დაავადებების, ჭრილობის, დამწვრობის, წყლულის, ფურუნკულოზის, ძირმაგარას, პიოდერმიას, დერმატიტის, ნაწოლების სამკურნალოდ ცხოველებში.
გამოყენების მეთოდი: მალამო უნდა შეეზილოს კანის დაზიანებულ ადგილას, შესაძლებელია დაიდოს დოლბანდის სახვევის სახით. გადახვევებს და შეზელვას აწარმოებენ დღეში 2-3-ჯერ გამოჯანმრთელებამდე.
გვერდითი მოქმედება: მალამოს გამოყენება ცხოველებში არ იწვევს გვერდით მოვლენებს და გართულებებს.
უკუჩვენება: დადგენილი არ არის.
გამოშვების ფორმა: 20 გ მალამო პოლიეთილენის ფლაკონში
შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 10-20℃ ტემპერატურისა.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა: შპს "ბიოტეკსი", საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8.