მასტიკლოქსი (mastiklox)

აქტიური ნივთიერებები: 1მლ ზეთოვანი სუსპენზია შეიცავს, ამოქსიცილინს 25მგ, კლოქსაცილინს 25 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი, მზესუმზირის ზეთი.

გარეგნული აღწერა: თეთრი ან მოყვითალო ფერის ზეთოვანი სუსპენზია, დამახასიატებელი სუნით, დაყოვნებისას შესაძლოა დაიყოს ფენებად

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული, მასტიტის საწინააღმდეგო საშუალება. ATC vet.code- QJ51RC26

სამიზნე სახეობამსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა.

გამოშვების ფორმა: 10 მლ ერთდოზიან პოლიეთილენის შპრიცში; 100მლ მინის ფლაკონში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მასტიკლოქსი, როგორც ანტიბაქტერიული პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ქრონიკული და მწვავე მასტიტების სამკურნალოდ, აქტიურია სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, ბაქტერიული ჩხირების, კორინებაქტერიების და ფსევდომონადიების აღმძვრელების მიმართ (გარდა ტუბერკულიოზის აღმძვრელისა). მასტიკლოქსის ანტიბაქტერიულ მოქმედებას განაპირობებს მასში შემავალი  სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკები:

ამოქსაცილინი ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი, გამოიყენება პენიცილინისადმი მგრძნობიარე გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ (Haemophilus, Klebsiella, Pseudomonas, Pasteurella, Salmonella, penicilinisadmi negatiuri Staphylococcus, Streptococcus),  იგი თრგუნავს ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზს.

კლოქსაცილინს გამოხატული აქვს ბაქტერიციდული მოქმედების ფართო სპექტრი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, რომლებიც, როგორ წესი, გამოიყოფა ცხოველის სარძევე ჯირკვლიდან მშრალობის პერიოდში: სტრეპტოკოკები (მათ შორის Streptococcus agalactiae), სტაფილოკოკები (მათ შორის შტამები, რომლებიც მდგრადია პენიცილინის მიმართ) და კორინობაქტერიები.

   მასტიკლოქსის გახანგრძლივებული ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია, მის შემადგენლობაში შემავალი ნაკლებად ხსნად კლოქსაცილინის მარილის გამოყენებასთან.

   ფარმაკოკინეტიკა: ინტრაცისტერნალური  შეყვანის შემდეგ, აქტიური ნივთიერება სწრაფად ნაწილდება სარძევე ჯირკვალში, არ აბსორბირდება სარძევე ჯირკვლიდან სისტემურ სისხლძარღვებში, არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას  და გამოიყოფა პრაქტიკულად უცვლელი სახით რძესთან  ერთად.

გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება მსხვილფეხა  და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მწვავე  და ქრონიკული მასტიტების დროს, რომლის აღმძვრელიცაა სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ჩხიროვანი ბაქტერიები, კორინობაქტერიები და ფსევდომონადები (ტუბერკულოზის აღმძვრელის გარდა).

გამოყენების წესი, დოზირება

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს: ინტრაცისტერნალურად, 10მლ ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედში, 12-24სთ-ში ერთჯერ.

ცხვარს, თხას: ინტრაცისტერნალურად, 5მლ ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედში, 12-24სთ-ში ერთჯერ.

მშრალობის პერიოდში: ინტრაცისტერნალურად, 10 მლ ბოლო მოწველიდან 10-14 დღის შემდეგ.

     სამკურნალო საშუალების შეყვანამდე დაავადებული ცურის მეოთხედს ათავისუფლებენ შიგთავსიდან (უნდა მოხდეს გამოყოფილი რძის უტილიზაცია), ასევე დვრილი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებებით. კათეტერი ან ინექტორის მილი მოთავსდეს დვრილის არხში და ფრთხილად შეჰყავთ პრეპარატი ცურის დაზიანებულ მეოთხედში. კათეტერის ან ინექტორის მილის ამოღების შემდეგ მოუჭირეთ დვრილის სადინარს 1-2 წთ-ის განმავლობაში. ასევე უნდა ჩატარეს დვრილისა და ცურის მსუბუქი მასაჟი პრეპარატის გასანაწილებლად

უკუჩვენებები: პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენებით უკუჩვენებები არ აღინიშნება.

გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დოზების გამოყენებით გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

ლოდინის პერიოდი: მასტიკლოქსით მკურნალობის დროს ჯანმრთელი მეოთხედებიდან მიღებული რძე ადუღების შემდეგ შეიძლება გამოყენებული იქნას ცხოველებისთვის საკვებად. რძის საკვებად გამოყენება ნებადართულია პრეპარატის უკანასკნელი გამოყენებიდან 2 დღის შემდეგ.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 10-20-ზე.

ვარგისობის ვადა:  2 წელი

მწარმოებელი ქვეყანა: "ბიოტეკსი", საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები