ფისტოკლოზანიდი 500 (Phistoclozanid 500)

შემადგენლობა, 1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებებს:  ოქსიკლოზანიდს 500 მგ

აღწერა: თეთრი, მოყვითალო, ან კრემისფერი  ფერის ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით და მეორე მხარეს წარწერით “BIO”.

გამოყენების ჩვენებები

ფისტოკლოზანიდი 500 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის ფასციოლოზის, პარამფისტომოზის, მონიეზიოზის და სხვა ჰელმინთებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.

გამოყენების წესი და დოზები

მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს პრეპარატი ეძლევათ მშიერი დიეტის გარეშე, პერორალურად, საკვებთან ერთად ერთჯერადად შემდეგი დოზებით:

პარამფისტომოზის, მონიეზიოზის დროს: 1 ტაბლ (500 მგ) 33-35კგ ც.წ-ზე   

ფასციოლოზის დროს: 1 ტაბლ (500მგ) 50კგ ც.წ-ზე   

ლოდინის პერიოდი: ცხოველების სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 14 დღის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: # 50 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში და #300 ტაბლეტი, პოლიეთილენის კონტეინერში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20℃ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: შპს “ბიოტეკსი”, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8

 

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები