“ჩემი ბოჩოლა” ("My Bochola")

საკვები დანამატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ვიტამინებს (A, D3, E. B1, B2, B6, B12, C, K3), მინერალებს (Ca, P, NaCl, KCl, CaI2, MgSO4), მიკროელემენტებს (Fe, Cu, Mn, Zn, CO ), ბეგქონდარას ექსტრაქტს, ყანის  ნივრის ექსტრაქტს. 

თვისებები

საკვები დანამატი ”ჩემი ბოჩოლა” ზრდის გამაუმჯობესებელი მოქმედებით წარმოადგენს ბუნებრივი ნივთიერებებისგან მიღებულ პროდუქტს, რომელიც გამიზნულია ხბოს საკვების მოსამზადებლად, მისი შემადგენლობა იდეალურადაა დაბალანსებული, სადაც ვიტამინურ-მინერალური დანამატები, მიკროელემენტები შერწყმულია ბეგქონდარასა და ყანის  ნივრის ექსტრაქტის ბიოლოგიურად აქტიურ საწყისებთან (პოლიფენოლები, ეთერზეთები, პოლისაქაროდები), მათი სინერგიული მოქმედება (აციდოფილური ბაქტერიები) ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და ეწინააღმდეგებიან პათოგენური მიკრობების გამრავლებას.

გამოყენების ჩვენებები, დოზირება

საკვებდანამატი ”ჩემი ბოჩოლა” ზრდის გამაუმჯობესებელი, მატონიზირებელი მოქმედებით, გამოიყენება მეხორცული და მერძეული ხბოების საკვების მოსამზადებლად.

- აადვილებს ძუძუთი კვებიდან ასხლეტას და უხეშ საკვებზე გადასვლას.

- ხელს უწყობს ფაშვის ჩამოყალიბებას

- უზრუნველყოფს ძლიერი ხბოს გამოზრდას.

- ზრდის წონამატს

- საუკეთესოა პოსტვაქცინალური და ტემპერატურული სტრესების დროს

საკვებდანამატი გამოიყენება 1 თვის ასაკიდან 6 თვის განმავლობაში, ერევა ძირითად საკვებს 250გ/30კგ-ზე. 

გამოშვების ფორმა: 250გ პაკეტში

შენახვის პირობები: ინახება მწარმოებლის შეფუთვაში  მშრალ, გრილ და მზისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 6 თვე

მწარმოებელი: შპს ”ბიოტეკსი”, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. #8

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები