ერთი პაკეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ვიტამინებს A და D3, მინერალებს (Ca, P, NaCl, Na2SO4, MgSO4, მონოკალიუმფოსფატი), მიკროელემენტებს (Fe, Cu, Mn, Zn).
უპირატესობები
- საკვები დანამატი „კოკო“-ს შემადგენლობაში შემავალი მინერალური კომპლექსი, მიკროელემენტები, ცხიმში ხსნადი ვიტამინები უზრუნველყოფენ ქათმის ყოველდღიურ მოთხოვნილებებს ძირითადი საკვები ნივთიერებების მიმართ.
- ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას დაუბალანსებული კვების დროს,
- დადებით გავლენას ახდენს ფრინველის ზრდა-განვითარებაზე, პროდუქტიულობაზე, ხელს უწყობს ამტანობას სტრესების მიმართ.
გამოყენების წესი, დოზირება
საკვებდანამატი გამოიყენება ქათმების საკვების გასამდიდრებლად, დასაბალანსებლად,
- ერთი პაკეტი ერევა ძირითად საკვებს გაანგარიშებით 250გ /30 კგ საკვებზე.
საკვები დანამატი არ წარმოადგენს ცალკე საკვებს, ესაა დანამატი ძირითად საკვებ რაციონთან.
გამოშვების ფორმა: დაფასოებულია 250გ პაკეტებში
შენახვის პირობები: ინახება მწარმოებლის შეფუთვაში მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
ვარგისიანობის ვადა: 18 თვე
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ # 8