ახალი კანი (Akhali kani)

აქტიური ნივთიერებები: 1მლ ხსნარი შეიცავს, DAS-ის მცენარეული ღეროვანი უჯრედების კონცენტრატს (Glycine max, Hordeum vulgare) 150 მგ; მეთილენის ლურჯს 5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი, საინექციო წყალი 1მლ-მდე

აღწერა: მუქი ლურჯი გაუმჭირვალე ხსნარი

გამოშვების ფორმა: “ახალი კანი“ 50 მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ალუმინის ბალონში, გამფრქვევი საცობითა და  დამცავი ხუფით და 50 მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი პოლიეთილენის ფლაკონში, გამფრქვევი საცობითა და  დამცავი ხუფით

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული საშუალება

სამიზნე სახეობა: სასოფლო სამეურნეო ცხოველები და ძაღლები

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს ახასიათებს ანტისეპტიკური, მიკრობსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების ერთიბლივი ზემოქმედებით მიკრობის უჯრედზე.

დასის ბუნებრივი ბიოლოგიურად აქტიური შენაერთის მდიდარი, მრავალკომპონენტიანი შემადგენლობა უზრუნველყოფს პრეპარატის მაღალეფექტურობასა და მოქმედების ფართო სპექტრს, მას ანტისეპტიკურ, ანტიბაქტერიულ მოქმედებასთან ერთად გამოხატული აქვს რეგენერაციული თვისებები. პრეპარატი ავლენს ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებს გრამდადებითი, გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების (Streptococcus spp., Haemophilus spp., Klebsiella spp., Clostridium spp., Fusobacterium spp., Rickettsia spp., Chlamydia spp.) და ზოგიერთი უმარტივესების მიმართ. ასევე ამჟღავნებს ანტიმიკრობულ აქტივობას ანტიბიოტიკების მიმართ მდგრად უმარტივესებსა და ბაქტერიების შტამებზე.

მეთილენის ლურჯი ავლენს ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას მიკრობული უჯრედების ნუკლეოპროტეინების მჟავურ ჯგუფთან ურთიერთქმედების ხარჯზე.

გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ძაღლების კანის ინფექციური დაზიანებების დროს:

  • ჭრილობების (მათ შორის ქირურგიული) დამწვრობის, წყლულების, ღია აბცესების, კანის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სადეზინფექციოდ;
  • გინეკოლოგიური, ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს;
  • ცხოველთა კიდურების სადეზინფექციოდ;
  • თურქულის, ნეკრობაცილოზის სამკურნალოდ;
  • კასტრაციის წინა და შემდგომი მანიპულაციების დროს.

გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატის გამოყენებამდე დაზიანებულ ადგილს ასუფთავებენ ჭუჭყისგან და აცილებენ მკვდარ ქსოვილებს. აეროზოლიან ფლაკონს კარგად ანჯღრევენ. მექანიკური მიფრქვევა ხდება დღეში 2-ჯერ დაზიანებულ ადგილზე 1-2 წამით 10-20 სმ-ის დაშორებით. მიფრქვევის შემდეგ ცხოველს არ აძლევენ პრეპარატის ალოკვის საშუალებას 5 წუთის განმავლობაში. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ჭრილობის სიმძიმეზე და მისი შეხორცების სიჩქარეზე.

გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება

უკუჩვენებები: ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების მიხედვით გამოყენებისას უკუჩვენებები არ აღინიშნება.

ლოდინის პერიოდი: ცხოველის ხორცი და რძე გამოიყენება შეუზღუდავად.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან და მზის პირდაპირი სხივებიდან დაცულ ადგილას 5-25ზე.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

მწარმოებელი ქვეყანა: შპს "ბიოტეკსი", საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8

 

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები