წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები გრანული, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი და გარეული მცოხნავები, ცხვარი, თხა, ღორი, ფრინველი.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1 გ შეიცავს: ალბენდაზოლს 200მგ.
გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრების, თხების, ცხენების, ღორების, გარეული მცოხნავი ცხოველებისა და ფრინველების დეჰელმინთიზაციისათვის შემდეგი ჰელმინთოზების დროს: ჰემონქოზი, ტრიქოსტრონგილიდოზი, ბუნოსტომოზი, სტრონგილატოზი, ნემატოდიროზი, ქაბერტიოზი, ეზოფაგოსტომოზი, ასკარიდოზი, კოოპერიოზი, დიქტიოკაულოზი, მიულერიოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილოზი, მონიეზიოზი, ფასციოლოზი.
გამოშვების ფორმა: 250გ, 500გ და 1000გ პერორალური ფხვნილი პოლიპროპილენის პაკეტში.
გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი ეძლევა პერორალურად ინდივიდუალურად ან ჯგუფური მეთოდით, ერთჯერადად, საკვებთან ერთად, წინასწარი შიმშილის გარეშე.
მსხვილფეხა პირუტყვი და გარეული მცოხნავები: ძირითადი დოზა 3,75გ-100კგ ც.წ-ზე, ფასციოლოზის, პარამფისტომიდოზის, ოსტერტაგიოზის სადეჰელმინთიზაციოდ 5გ-100კგ ცოცხალ წონაზე.
ცხვარი და თხა – ძირითადი დოზა 2,5გ/100კგ ც.წ-ზე, ფასციოლოზის, დიკროცელიოზის პროტოსტრონგილოზის დროს 3,75გ/100კგ ც.წ-ზე.
ღორი – 5გ-100კგ ც.წ-ზე.
შინაური ფრინველები – 0,5გ/10კგ ც.წ-ზე 2 დღე.
ცხოველების ჯგუფურად დამუშავების დროს სამკურნალოდ გაანგარიშებულ დოზას შეურევენ კონცენტრირებულ საკვებს (ერთ ცხოველზე საკვების გაანგარიშებით):
ცხენი და მსხვილფეხა პირუტყვი – 0,5/კგ ც.წ-ზე;
ცხვარი თხა და ღორი – 150-200გ;
ფრინველი – 50გ მიღებული სამკურნალო ნარევი ეძლევა ჯგუფურად, საკვებურთან თავისუფალი მიდგომით.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.