აქტიური ნივთიერებები: 1 ტაბლეტი შეიცავს, ალბენდაზოლს 600 მგ.
დამხმარე ნივთიერება: სიმინდის სახამებელი, კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზა, მწვანე საღებავი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერილობა: მწვანე ფერის ტაბლეტები ერთ მხარეს ჭდით, მეორე მხარეს წარწერა BIO, შესაძლოა აღენიშნებოდეს წინწკლები.
გამოშვების ფორმა: #50 და #300 ტაბლეტი პოლიეთილენის კონტეინერში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰელმინთური საშუალება. Atc vet code: QP52AC11
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ცხენი, ვირი, ჯორი, ძაღლი, კატა, ფრინველი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ალბენდაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის ჯგუფის წარმოებულს, რომლის ანტიჰელმინთური მოქმედება განპირობებულია პარაზიტების ენერგეტიკულ მეტაბოლიზმზე მოქმედ ფუმარატ რედუქტაზას - კრებსის ციკლის ენზიმის შებოჭვაზე, რაც იწვევს პარაზიტების სიკვდილს. ზოგ პარაზიტებში ალბენდაზოლი იწვევს ტუბულარული ცილის სინთეზის დათრგუნვას. პრეპარატი მოქმედებს ჰელმინთების განვითარების ყველა სტადიაზე.
ფარმაკოკინეტიკა: ალბენდაზოლი პერორალური შეყვანისას კარგად შეიწოვება. დოზის დაახლოებით 47% მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდთან ერთად 9 დღის განმავლობაში. პერორალურად მიღების შემდეგ პირველადი შენაერთები პლაზმაში არ აღინიშნება, ან აღინიშნება მხოლოდ დროის მცირე პერიოდში, რის შედეგადაც ეფექტი ძალიან სწრაფად ვლინდება.
პრეპარატი ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლებით მიეკუთვნება ნაკლებ ტოქსიურ შენაერთს.
გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ცხენის, ვირის, ჯორის, ძაღლის, კატის, ფრინველის სადეჰელმინთიზაციოდ, ნემატოდებით, ცესტოდებით და ტრემატოდებით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. მათ შორის:
მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდების – სტრონგილოიდოზის; ფილტვის ნემატოდების: დიქტიოკაულოზის; ცესტოდების – მონიეზიოზის; ტრემატოდების: ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, პარამფისტომიდოზის დროს.
ღორის:კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდების - ასკარიდოზის, ეზოფაგოსტომოზის.
ფრინველის: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდების - ასკარიდოზის, ჰეტერაკიდოზის დროს.
გამოყენების წესი, დოზირება: პრეპარატი ეძლევა (წინასწარი მშიერი დიეტის გარეშე), პერორალურად, ერთჯერადად, ინდივიდუალურად ან ჯგუფური წესით საკვებთან ერთად.
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხვარს, თხას, ცხენს, ვირს, ჯორს: 1 ტაბლ. 80კგ ც.წ-ზე; ღორს: 1 ტაბლ. 120 კგ ც.წ-ზე; ფრინველს: 1 ტაბლ. 20 კგ ც.წ-ზე; ძაღლს, კატას - 1 ტაბლ. 24 კგ ც.წ-ზე.
ფასციოლოზის და დიკროცელიოზის დროს დოზა ორმაგდება
გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს თერაპიული დოზის 3-ჯერადი გადიდებითაც.
უკუჩვენებები: პრეპარატი არაა რეკომენდებული დაუძლურებული ცხოველების სამკურნალოდ, მწვავე ფასციოლოზის დროს და მაკეობის პირველ მესამედში.
ლოდინის პერიოდი: ცხოველთა ხორცის საკვებად გამოყენება ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 14 დღის შემდეგ, ფრინველის 7 დღის შემდეგ, რძე – 5 დღის შემდეგ.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
მწარმოებელი ქვეყანა: შპს “ბიოტეკსი”, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. # 8