1 მლ ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ენროფლოქსაცინს 100 მგ
გამოყენების ჩვენებები
შინაური ფრინველის (ბროილერი, სარემონტო ქათამი, ინდაური, ბატი, იხვი), გოჭების - კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, პასტერელოზის, სტრეპტოკოკოზის, მიკოპლაზმოზის, Enteritis nekrotica (ცალკეული და შერეული ინფექციები), ინდაურების Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus, Coryza, Pasteurella, Erysipelotrix-ით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, ასევე შერეული ინფექციური დაავადებების და ვირუსული დაავადებების დროს გვერდითი ინფექციების სამკურნალოდ.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად (დალევინებით) დღეში ერთჯერ, 3-5 დღის განმავლობაში.
გოჭებს: 0,5 მლ 10კგ ც.წ-ზე, 3 დღის განმავლობაში;
შინაურ ფრინველს: 0,10 მლ/კგ ც.წ-ზე ან 500 მლ /1000ლ სასმელ წყალზე, 3 დღის განმავლობაში.
ფრინველის სალმონელოზის, შერეული ინფექციების, ქრონიკული დაავადებების დროს – 1ლ/1000ლ სასმელ წყალზე, 5 დღის განმავლობაში.
ხსნარი მზადდება დღე-ღამური წყლის მოთხოვნილების გათვალისწინებით, მკურნალობის პერიოდში მიიღება მხოლოდ პრეპარატის შემცველი წყალი.
ლოდინის პერიოდი
ხორცი: გოჭის-14 დღის შემდეგ; ფრინველის - 11 დღის შემდეგ; კვერცხი - 9 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 1ლ პოლიეთილენის ფლაკონში.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: შპს “ბიოტეკსი”, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. #8