ბიომასტი (Biomast)

შემადგენლობა

1 მლ ზეთოვანი სუსპენზია შეიცავს, აქტიურ ნივთიერებებს: ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 50 მგ

აღწერა: თეთრი ან მოყვითალო ფერის  ზეთოვანი სუსპენზია, დამახასიათებელი სუნით, დაყოვნებისას შესაძლოა დაიყოს ფენებად.

გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მწვავე  და ქრონიკული მასტიტების დროს, გამოწვეული სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, ჩხიროვანი ბაქტერიებით, კორინობაქტერიებით და ფსევდომონადებით (ტუბერკულოზის აღმძვრელის გარდა). 

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

მსხვილფეხა პირუტყვს: ინტრაცისტერნალურად, 10 მლ ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედში, 12-24 სთ-ში ერთჯერ.

ცხვარს და თხას: ინტრაცისტერნალურად, 5მლ ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედში, 12-24 სთ-ში ერთჯერ.

მშრალობის პერიოდში: ინტრაცისტერნალურად, 10 მლ ბოლო მოწველიდან 10-14 დღის შემდეგ.

სამკურნალო საშუალების შეყვანამდე დაავადებული ცურის მეოთხედს ათავისუფლებენ შიგთავსიდან (უნდა მოხდეს გამოყოფილი რძის უტილიზაცია), დვრილი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებებით. კათეტერი ან ინექტორის მილი მოათავსეთ დვრილის არხში და ფრთხილად შეიყვანეთ პრეპარატი ცურის დაზიანებულ მეოთხედში. კათეტერის ან ინექტორის მილის ამოღების შემდეგ მოუჭირეთ დვრილის სადინარს 1-2 წთ-ის განმავლობაში. ჩაატარეთ დვრილისა და ცურის მსუბუქი მასაჟი პრეპარატის გასანაწილებლად

ლოდინის პერიოდი

ბიომასტით მკურნალობის დროს ჯანმრთელი მეოთხედებიდან მიღებული რძე ადუღების შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას  ცხოველებისთვის საკვებად. რძის საკვებად გამოყენება ნებადართულია პრეპარატის უკანასკნელი გამოყენებიდან 2 დღის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 10 მლ ერთდოზიანი პოლიეთილენის შპრიცში; 100მლ ყავისფერ მინის ფლაკონში.

შენახვის პირობები:  ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 15-25℃ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: შპს “ბიოტეკსი", საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8

 

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები