აქტიური ნივთიერებები: ერთი ტაბლეტი შეიცავს: ფენბენდაზოლს 250 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი კარტოფილის, ლაქტოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, წითელი საღებავი, პოლივინილპიროლიდონი
აღწერა: ვარდისფერი ტაბლეტი. ტაბლეტს ერთ ზედაპირზე აქვს ჭდე, მეორე ზედაპირზე წარწერა BIO, შესაძლოა აღენიშნებოდეს წინწკლები.
გამოშვების ფორმა: №100 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრისა და თხის მონიეზიოზის, დიქტიოკაულოზის, ბუნოსტომოზის, ჰემონქოზის, ეზოფაგოსტომოზის, ნემატოდიროზის, სტერტაგიოზის, ქაბერტიოზის, კოოპერიოზის, სტრონგილატოზის;
ღორის ასკარიდოზის, ეზოფაგოსტომოზის, სტონგილატოზის, ტრიქოცეფალოზის, მეტასტონგილოზის;
ცხენის პარასკარიოზის, სტრონგილატოზის;
ქათმის ასკარიდიოზის, ჰეტერაკიდოზის;
ძაღლებისა და კატების ტოქსოკაროზის, ტოქსასკარიდოზის, ანკილოსტომოზის, უნცინარიოზის, დიპილიდიოზის, ტენიიდოზის დროს.
გამოყენების წესი და დოზები
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ცხენი, ვირი, ჯორი, ღორი – კუჭნაწლავის და ფილტვის ნემატოდების, ცესტოდების წინააღმდეგ – 1 ტაბლ/25კგ ც.წ-ზე; დიკროცელიოზის – 1 ტაბლ/12,5კგ ც.წ-ზე.
ფრინველი – 1 ტაბლ/7,5კგ ც.წ-ზე;
ძაღლი, კატა – 1 ტაბლ/5კგ ც.წ.-ზე.
ლოდინის პერიოდი
ხორცი 14 დღის შემდეგ.
რძე - 4 დღის შემდეგ.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 20°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: შპს "ბიოტეკსი", საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ # 8.