ფისტოკლოზანიდი 1500  (Phistoclozanid 1500)

შემადგენლობა, 1 ბოლუსი შეიცავს, 

აქტიურ ნივთიერებებს: ოქსიკლოზანიდი 1500 მგ.         

გარეგნული აღწერა: თეთრი, მოყვითალო ან კრემისფერი  ფერის ბოლუსები, ერთ მხარეს ჭდით, მეორე მხარეს წარწერა “BIO”.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის ფასციოლოზის, პარამფისტომოზის, მონიეზიოზის და სხვა ჰელმინთებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.

გამოყენების წესი, დოზირება

სხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხვარს, თხას პრეპარატი ეძლევა მშიერი დიეტის გარეშე, პერორალურად, საკვებთან ერთად, ერთჯერადად შემდეგი დოზებით:

პარამფისტომოზი,  მონიეზიოზი: 1 ბოლუსი 100 კგ ც.წ.-ზე.   

ფასციოლოზი: 1 ბოლუსი 150 კგ ც.წ.-ზე.   

ლოდინის პერიოდი

ცხოველის დაკვლა ხორცის გამოყენების მიზნით ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 14 დღის შემდეგ, რძე 24 საათის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: #100 ბოლუსი პოლიეთილენის ფლაკონში და #6 ბოლუსი ბლისტერზე, #5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20  ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:  3 წელი

მწარმოებელი: შპს ,,ბიოტეკსი” თბილისი, იუმაშევის ქ. #8

 

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები