1გ ფხვნილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: იოდოფორმი 0,011გ; ბორის მჟავა 0,149გ; ოქსიტეტრაციკლინი ჰ/ქ 0,04გ; სტრეპტოციდი 0,05გ
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ინფიცირებული ჭრილობების, ოპერაციების შემდგომი ჭრილობების, წყლულების, გამონაყარის, სველი ეგზემის, დერმატიტების, ტენდოვაგინიტების, ფლეგმონას, ლიმფადენიტის, ძნელად შეხორცებადი ჭრილობების დასამუშავებლად.
გამოყენების წესი, დოზირება
პრეპარატის გამოყენებამდე დაზიანებულ ადგილებს ასუფთავებენ ჭუჭყისგან, აცილებენ მკვდარ ქსოვილებს. შემდეგ მიაფრქვევენ თხელ ფენად, დღეღამეში 1–2ჯერ. ცხოველებს არ უნდა მიეცეს ალოკვის საშუალება.
განმეორებითი დამუშავების აუცილებლობა დამოკიდებულია ქირურგიულ მონაცემებსა და დაზიანებულის სიმძიმეზე.
გამოშვების ფორმა: 50გ პოლიეთილენის ფლაკონში
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8