ქაფურის მალამო 10% (Camphor Ointment 10%)

შემადგენლობა

1 გ მალამო შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ქაფურის ფხვნილს 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი  900 მგ

აღწერა: უფერო - მოთეთრო ფერის მალამო, ქაფურის სპეციფიური სუნით.

გამოშვების ფორმა:  20 გ პოლიეთილენის ტუბში და 250 გ პოლიეთილენის ფლაკონში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს ადგილობრივად გამოსაყენებელი საშუალება. ATCvet code: QM02AX

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი

სამიზნე სახეობა: სასოფლო სამეურნეო და შინაური ცხოველები

ფარმაკოლოგიური თვისებები

გარეგანი გამოყენების პრეპარატს გამოხატული აქვს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და გამაღიზიანებელი ეფექტი.

პრეპარატი ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით, სახელმწიფო სტანტარტის მიხედვით განეკუთვნება ნაკლებ საშიშ ნივთიერებებს (საშიშროების კლასი 4).

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი „ქაფურის მალამო 10%„ - იანი გამოიყენება სასოფლო სამეურნეო და შინაური ცხოველების

  • ბურსიტების,  მიოზიტების სამკურნალოდ;
  • ძროხების მშრალობის პერიოდში სუბკლინიკური მასტიტის სამკურნალოდ.

გამოყენების წესი, დოზირება

მალამო გამოიყენება გარეგანად, ანთების კერასა და მის ირგვლივ კანის ზედაპირზე მსუბუქი შეზელვით (2-3 წთ-ის განმავლობაში), ან ედება დოლბანდის სახვევის სახით. გადახვევებს და შეზელვას  აწარმოებენ დღეში 2-3 ჯერ გამოჯანმრთელებამდე.

გვერდითი მოვლენები 

  • ცხოველებს, მალამოს გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები და რაიმე სახის გართულებები არ აღენიშნებათ.
  • პრეპარატის მოქმედების თავისებურებები მისი პირველი გამოყენებისა და დასრულების შემდეგ დადგენილი არ არის.
  • პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობისა  ცხოველებს შეიძლება განუვითარდეთ ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

გარე გამოყენების სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება;

ჭარბი დოზირება

მალამოს გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომები გამოვლენილი არ არის.

გაფრთხილებები და საჭირო რეკომენდაციები

მალამო არ უნდა დაიტანონ კანის მთლიანობის დარღვევის მქონე ადგილებზე, ღია ჭრილობასა და ლორწოვან გარსებზე.

დაყოვნების პერიოდი

ხორცი -1 დღე; რძე - 0 დღე.

იძულებით დაკვლის შემთვევაში ხორცი და სუბპროდუქტები გამოიყენება ცხოველების საკვებად ან ხორცისა და ძვლის ფქვილად გადასამუშავებლად.

შენახვის პირობები 

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 20 ℃ -ზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. №8

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები