ნეომოქსი  (NeomOxy)

თითოეული 4გ-ანი ბოლუსი შეიცავს, აქტიურ ნივთიერებებს: ნეომიცინის სულფატს - 500მგ; ოქსიტრაციკლინის ჰ/ქ - 500მგ

ჩვენებები

გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ცხოველების სასქესო ორგანოების, მშობიარობის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, რომლთა გამომწვევია ოქსიტეტრაციკლინის და ნეომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები.

გართულებული და პათოლოგიური მშობიარობის, აბორტების, მომყოლის ქირურგიული მოცილების, მშობიარობის შემდგომი მწვავე ენდომეტრიტის დროს.

მიღების წესი, დოზირება

პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია გარეთა სასქესო ორგანოების სანიტარული დამუშავება. პრეპარატი გამოიყენება მშობიარობიდან 2-4 სთ-ის შემდეგ.

საპროფილაქტიკოდ: მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხენებს: საშვილოსნოში, 1 ბოლუსი ერთჯერ ან ორჯერ, 48 სთ-ის ინტერვალით.

ცხვარს, თხას, დედაღორს: საშვილოსნოში, ½ ბოლუსი ერთჯერ ან ორჯერ 48 სთ-ის ინტერვალით.

სამკურნალოდ: მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხენებს: საშვილოსნოში, 1-3 ბოლუსი, 48 სთ-ში ერთჯერ, გამოჯანმრთელებამდე;

ცხვარს, თხას, დედაღორს: საშვილოსნოში, 1-2 ბოლუსი, 48 სთ-ში ერთჯერ, გამოჯანმრთელებამდე.

დაავადების მძიმე ფორმებში მიმდინარეობისას ბოლუსის მიღება ხდება 24 სთ-ში ერთხელ. პროცედურა მეორდება 3-ჯერ, საჭიროებისამებრ არაუმეტეს 5-ჯერ.

ლოდინის  პერიოდი

ხორცი - 6 დღის შემდეგ;

რძე - 4 დღის შემდეგ. 

გამოშვების ფორმა: მყარი კონსისტენციის მოგრძო ფორმის ბოლუსი #6 დაფასოებულია ბლისტერზე, #5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე 10°C - დან 25°C ტემპერატურაზე. არ შეინახოთ საკვებ პროდუქტებთან, სასმელთან და ცხოველების საკვებთან ერთად.

შენახვის ვადა: 2 წელი

მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ # 8.

 

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები