ოლიგოფოსი (Oligofos)

შემადგენლობა, 1 მლ საკვებდანამატი შეიცავს, 

აქტიურ ნივთიერებებს:  მცენარეული ღეროვანი უჯრედების კონცენტრატს (Zea mays) - 56.6 მგ.

გარეგნული აღწერა: ღია ყვითელი ფერის, სპეციფიური სუნის მქონე, გამჭვირვალე ხსნარი. 

საკვები დანამატი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს, ქიმიური დანამატებს, არა პათოგენური და არატოქსიკურია.

გამოშვების ფორმა: საკვები დანამატი დაფასოებულია 100 მლ პოლიეთილენის ფლაკონში და 1ლ პოლიეთილენის ბოთლში.

გამოყენების ჩვენებები

საკვებდანამატი რეკომენდირებულია სას. სამ. ცხოველებსა და ფრინველებისთვის როგორც პროფილაქტიკური, დამცავი საშუალება ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისათვის ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების დარღვევებისას.

გამოყენების წესი, დოზირება

საკვებდანამატი მიიღება სასმელ წყალთან ან საკვებთან (ფხვიერ და გრანულირებულ საკვებთან) ერთად, პერორალურად 1 / 1 წყალზე, დღეში ერთჯერ, 5-7 დღის განმავლობაში

ლოდინის პერიოდი: ცხოველებისა და ფრინველისგან წარმოებული პროდუქცია სასურსათო მიზნებისათვის გამოიყენება შეზღუდვების გარეშე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 5-25°С ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი დამზადების დღიდან. აკრძალულია საკვებ დანამატის გამოყენება ვადის ამოწურვის შემდეგ.

მწარმოებელი: შპს ”ბიოტეკსი», საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ # 8

 

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები