აქტიური ნივთიერება: ბრომადიოლონი 0,5%-იანი მისატყუარის მოსამზადებელი ხსნარი
ჩვენებები
პრეპარატი წარმოადგენს მღრღნელებთან (თაგვი, ვირთაგვა, მინდვრის თაგვი და სხვ.) ბრძოლის ანტიკოაგულანტურ საშუალებას. იყრება მისატყუარის სახით, ასევე სოროებში შხამიანი საფარის შესაქმნელად.
დოზირება
20 მლ რატექსის ხსნარი ერევა 0.5 კგ მისატყუარს (ხორბალი, კარტოფილის ფქვილი, ხორცი და სხვ.). შეიძლება დაემატოს შაქარი ან მშრალი რძე. შერევა უნდა მოხდეს კარგად. მომზადებულ მზა სატყუარას ყოფენ რამოდენომე ნაწილად, ალაგებენ სხვადასხვა ადგილებში საფარქვეშ, შესაფერისი ტევადობის მისატყუებელი ყუთების, კოლოფების და სხვათა გამოყენებით.
დახურულ შენობებსა და სათავსოებში 100 გ/20 მ2 ფართობზე;
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და სათეს ნაკვეთებში 100 გ /300 მ2 ფართობზე.
განთავსებული სატყუარა უნდა შემოწმდეს 7-10 დღის შემდეგ, შემდგომ კი ერთ კვირიანი ინტერვალით. ულუფები (სატყუარა ნაწილობრივ ან მთლიანად საჭიროებს შევსებას) უნდა შეივსოს მღრღნელების გაქრობამდე.
გამოშვების ფორმა: 20 მლ, 100 მლ და 1 ლ ფლაკონებში. შესაძლებელია სხვა მოცულობის შეფუთვაც.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას 0℃- დან - 18℃-მდე.
შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 12 თვე დამზადების თარიღიდან
მწარმოებელი: შპს “ბიოტეკსი”, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ # 8