სეპტერი (Septer)

გამოყენების სფერო

სეპტერი განკუთვნილია ჯანდაცვის სფეროში, სხვადასხვა სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში (მ.შ. სკოლასა და სკოლამდელ დაწესებულებებში სამედიცინო მუშაკებისთვის), ლაბორატორიებში ხელების, საინექციო და საოპერაციო ველის, ფეხის ტერფის, ასევე სამედიცინო ხელთათმანის (საქმიანობის პროცესში ან გახდის დროს) ანტისეპტიკური  დამუშავებისათვის, ასევე გამოიყენება ქიმიო-ფარმაცევტულ, ბიოტექნოლოგიურ და პარფიუმერულ-კოსმეტიკურ საწარმოებში, სანიტარულ-კურორტულ დაწესებულებებში, კვების ობიექტებსა და კომუნალური მომასახურების ობიექტებზე (მათ შორის საპარიკმახეროში, კოსმეტოლოგიური სალონში და ა.შ.).

შემადგენლობა, 100 მლ ანტისეპტიკური ხსნარი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებებს:  ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდს – 0,1გ

დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი, გლიცერინი, არომატიზატორი-მენთოლი, ბრილიანტის ლურჯი, გამოხდილი წყალი.

მოქმედების სპექტრი: ბაქტერიციდული, ვირუციდული, ფუნგიციდრი.

გამოყენება

სეპტერის ანტისეპტიკური მზა ხსნარი გამოიყენება:

- ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის, სამედიცინო პერსონალის, ქირურგების, საოპერაციოს მედდების, მშობიარობის დროს მეან-გინეკოლოგების, ბებიაქალებისა და ოპერაციაში მონაწილე   სხვა პირებისთვის;

- დონორის კანის დასამუშავებლად, სისხლის გადასხმისას;

- პაციენტის კანის, საოპერაციო და საინექციო ველის დასამუშავებლად;

- ფეხის ტერფის დასამუშავებლად, პროფილაქტიკის მიზნით;

- ინექციის წინ საინექციო ამპულის, ფლაკონის გარეგანი დამუშავებისთვის;

- ხელზე ჩაცმული სამედიცინო ხელთათმანების დამუშავება (დამზადებული სხვადასხვა მასალისგან), საქმიანობის პროცესში ან ხელთათმანის გახდის დროს.

გამოყენების მეთოდი

ანტისეპტიკური საშუალება „ სეპტერის“ მზა  ხსნარი განუზავებელი სახით.

ხელების ჰიგიენური დამუშავებისათვის: მშრალი ხელი დაიმუშავეთ 3 მლ ხსნარით (საპნით და წყლით წინასწარ დაბანის გარეშე)  არანაკლებ 30 წმ, განსაკუთრებულით ფრჩხილების ირგვლივ და თითებს შორის, სრულ გაშრობამდე. ტუბერკულოზის და ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვის ხელი დაიმუშავეთ 2-ჯერ, ყოველ ჯერზე 3 მლ არანაკლებ 1 წთ-ის განმავლობაში.

მედპერსონალი (ქირურგების, საოპერაციოს მედდების, მეან გინეკოლოგების, ბებიაქალებისა და ოპერაციაში მონაწილე სხვა პირების) ხელების დამუშავებისათვის: ხსნარის გამოყენებამდე ხელის მტევნები, იდაყვებამდე დაიბანეთ თბილი გამდინარე წყლითა და საპნით 2 წთ-ის განმავლობაში. შეიმშრალეთ სტერილური სალფეტკით, შემდეგ ხელი გაიწმინდეთ  3 მლ ანტისეპტიკური ხსნარით, 2-ჯერ 2,5 წთ-ის განმავლობაში. მანიპულაციის საერთო დრო 5 წუთი, სტერილური ხელთათმანი ხელზე ჩაიცვით მათი გაშრობის შემდეგ. ანტისეპტიკური ხსნარი პროლონგირებულ ანტიმიკრობულ ეფექტს ინარჩუნებს  3 სთ-ის განმავლობაში.

საოპერაციო ველის, კათეტერის შეყვანის, პუნქციის ადგილის, დონორების კანის ასეპტიკური დამუშავება: დამუშავებას დაქვემდებარებული ზედაპირი  2-ჯერ დაამუშავეთ სტერილური ტამპონით და გააშრეთ. ექსპოზიცია – არანაკლებ 15 წმ, დაყოვნების დრო დამუშავების დასრულებიდან 2 წთ.

საინექციო ველის დამუშავება (მათ შორის ვაქცინის შეყვანისა და სხვა მანიპულაციების ჩატარებისას, რაც დაკავშირებულია კანის მთლიანობის დარღვევასთან)კანი დაამუშავეთ კარგად დასველებული სტერილური ტამპონით, კანის გაშრობა –  დაყოვნების დრო დამუშავების დასრულებიდან 20 წამი.

ინექციის წინ ამპულების (ფლაკონების) დამუშვება: ამპულის შევიწროებული ნაწილი  გაწმინდეთ ანტისეპტიკური ხსნარით კარგად დასველებული სტერილური ტამპონით ზედაპირის გაშრობამდე, დაყოვნების დრო დამუშავების დასრულებიდან 30 წამი.

სამედიცინო პერსონალის ხელზე ჩაცმული სამედიცინო ხელთათმანების დამუშავება: ხელთათმნის ზედაპირი გარეგანი დამუშავებით გაწმინდეთ ანტისეპტიკურ ხსნარში დასველებული ტამპონით (ხსნარის ხარჯი – 3 მლ ტამპონზე), დამუშავების დრო – არანაკლებ 1 წთ (ხელთათმანის ზედაპირის გაშრობამდე).

ხელზე ჩაცმული ხელთათმანის დაბინძურებისას (სისხლი, სხვა სახის გამონადენები და ა.შ.) მოხსნამდე საგულდაგულოდ გაიწმინდეთ. დამუშავების შემდეგ ხელთათმანი ხელიდან მოიხსენით,  დადგენილი წესით მოათავსეთ სპეციალურად რეკომენდებულ სადეზინფექციო ხსნარში და ბოლოს ჩაუტარდეს უტილიზაცია.  შემდგომ ხელები ჰიგიენურად დაიმუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით.

 ფეხის ტერფის პროფილაქტიკური დამუშავება: კარგად დაასველეთ და გულდასმით დაამუშავეთ ფეხის ტერფი, რამოდენიმეჯერ სხვადსხვა ტამპონის გამოყენებით დამუშავების დრო ყოველ ტერფზე არანაკლებ 30 წმ.

გამოშვების ფორმა: 100მლ, 500მლ, 1ლ და 5 ლ თეთრი ფერის პოლიეთილენის ფლაკონებში

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

მწარმოებელი კომპანია: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის #8

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები