შემადგენლობა
1 მლ ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: შხამას ფესვების ექსტრაქტი 100მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სპირიტი 70 - 1 მლ-მდე
აღწერა: ყვითელი, ან მოყავისფრო-ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი სპეციფიკური სუნით.
გამოშვების ფორმა: 10 მლ ყავისფერ მინის ფლაკონში და 250 მლ პოლიეთილენის ფლაკონი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელ სისტამაზე მოქმედი საშუალება. ექტოპარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ძაღლი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი მიღებულია თეთრი შხამას ფესურებიდან. შეიცავს ალკალოიდებს, პროტოვერატრინსა და ნერვინს, აგრეთვე ფისებს, შაქრებს, სახამებელს, მთრიმლავ ნივთიერებებს.
პერორალურად მიღებისას შხამას ალკალოიდები აღიზიანებს ლორწოვან გარსს და რეფლექტორულად აძლიერებს მოტორიკას და მცოხნავი ცხოველების წინაკუჭების ჯირკვლების სეკრეციას, რის შედეგადაც ეწყებათ ბოყინი და ცოხნა. ხოლო ძაღლებსა და ღორებში იწვევს ღებინებას.
გარეგანი გამოყენების პრეპარატს, გამოხატული აქვს ექტოპარაზიტული მოქმედება. აქტიურია: ტილების, რწყილების, ბეწვისმჭამელების და ტკიპების განვითარების ყველა ფაზაში. შხამას ალკალოიდების მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ნერვული იმპულსების გადაცემის ბლოკირებაში, რაც იწვევს მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას, დამბლას და ექტოპარაზიტების სიკვდილს.
გამოყენების ჩვენებები
მცოხნავი ცხოველებისთვის (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა) პრეპარატი გამოიყენება, როგორც რუმინატორული საშუალება - ცოხნის აღსადგენად, წინაკუჭების დაავადებისა (ქრონიკული ატონია, ტიმპანია, ფაშვის საკვებით გადავსება) და პარეზის დროს.
ძაღლებს უნიშნავენ როგორც ამოსაღებინებელ და ექტოპარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებას მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
გამოყენების წესი, დოზირება
შინაგანი გამოყენებისას:
შხამას ნაყენი ეძლევა პერორალურად, ერთჯერადად, სასმელ წყალთან ერთად შემდეგი დოზებით:
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - 2-2,5 მლ/100კგ ც.წ.-ზე ან 5-12 მლ სულზე;
ცხვარს, თხას - 0,7-0,8 მლ/10კგ ც.წ-ზე ან 2-4 მლ სულზე;
ფაშვის ქრონიკული ტიმპანიის დროს ზემოაღნიშნულ დოზას ყოფენ 3 ნაწილად და აძლევენ 3 საათიანი შუალედით
ძაღლს - 0,5-2 მლ სულზე 1-2-ჯერ დღეში გამოჯანმრთელებამდე.
გარეგანი გამოყენებისას:
გამოიყენება ექტოპარაზიტების (რწყილებთან, ტილებთან, ბალნიჭამიებთან და ტკიპებთან საბრძოლველად) თერაპიის და პროფილაქტიკისათვის. ნაყენს წინასწარ ანზავებენ არაქლორირებულ წყალში (1:1), ცხოველებს შეასხურებენ ხსნარს ზურგზე ექტოპარაზიტების თავმოყრის ადგილებში, 15-20 წუთის შემდეგ დამუშავებულ ადგილს გულმოდგინებით ვარცხნიან და ბანენ საპნიანი წყლით (ან შამპუნით). განმეორებით დამუშავება ტარდება 8-10 დღე-ღამის შემდეგ.
გაფრთხილება!
გარეგანი გამოყენებისას დაუშვებელია პრეპარატის ალოკვა
გვერდითი მოვლენები
მითითებული პირობების და დოზირების დაცვისას შხამას ნაყენი არ იწვევს გვერდით მოვლენებს. დოზის გადამეტებისას ვლინდება ძლიერი მოწამლვა. ასეთ შემთხვევებში შეჰყავთ ატროპინის სულფატის 1% ხსნარი რეკომენდებული დოზებით.
უკუჩვენებები
შხამას ნაყენის დანიშვნა დაუშვებელია ცხენებისთვის და მაკე ფურებისათვის.
დაყოვნების პერიოდი
ცხოველური პროდუქტები (ხორცი, რძე)- 0 დღე
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 18-22℃ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.# 8.