აქტიური ნივთიერებები: 1მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: მცენარეული ღეროვანი უჯრედების კონცენტრატს (Glycine max, Hordeum vulgare) - 100მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი
აღწერა: უფერო, ღია ყვითელი, ან ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი, დამახასიათებელი სუნით
გამოშვების ფორმა: 1მლ, 5მლ ნარინჯისფერ მინის ამპულებში; 20მლ, 50მლ, 100მლ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომასტიმულირებელი, ანტისტრესული, ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ენერგეტიკულისაშუალება. Atc vet.code: QL03AX
სამიზნე სახეობა: ყველა სახის ცხოველი და ფრინველი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბუნებრივი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთის „პროტოპლაზმას“ მდიდარი, მრავალკომპონენტიანი შემადგენლობა უზრუნველყოფს პრეპარატის მაღალეფექტურობასა და მოქმედების ფართო სპექტრს, გააჩნია ანტივირუსული, ანტისტრესული, ენერგეტიკული აქტივობა. ასევე გამოხატული აქვს ანტიოქსიდანტური, იმუნომოდულაციური, ჰეპატოპროტექტორული და დეტოქსიკაციური თვისებები. მოქმედი ნივთიერების სუბსტანციის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ქსოვილის უჯრედებში ბიოქიმიური პროცესების გააქტიურებას. აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის სისტემას (ააქტიურებს ნაწლავების ბუნებრივ მიკროფლორას ბიფიდო და ლაქტობაქტერიებს), აღადგენს ჰორმონალურ ფონს, აძლიერებს გულსისხლძარღვთა სისტემას და ღვიძლის ფუნქციას, გამოხატული აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ქსოვილების რეგენერაციის უნარი. ქმნის ორგანიზმში ვირუსის განადგურებისთვის მაქსიმალურ პირობებს. აძლიერებს სპეციფიკურ იმუნურ რეაქციას ვაქცინების მიღებისას, ხელს უწყობს სპეციფიკური და არასპეციფიკური რეზისტენტობის მაჩვენებლების აღდგენას, სისხლში ზრდის T– ლიმფოციტების შემცველობას. ამცირებს ორგანიზმში ავტოიმუნური რეაქციების წარმოქმნის რისკებს.
პრეპარატი “პროტოპლასმა”-ს ენერგეტიკული მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით, იგი აფართოებს ორგანიზმის შესაძლებლობების ზღვარს, ხელს უწყობს კუნთების მასის, მოძრაობის სიჩქარის, ძალების აღდგენისა და ამტანობის ზრდას.
აქტიური ნივთიერება ორგანიზმიდან გამოიყოფა მიღებიდან 24 საათის განმავლობაში და არ აღინიშნება სისხლის შრატში.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება როგორც იმუნომასტიმულირებელი, ანტისტრესული, ანტვირუსული, ენერგეტიკული საშუალება.
- იმუნიტეტის ფორმირებისა და სტიმულაციისათვის, ბუნებრივი რეზისტენტობის ასამაღლებლად;
- ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების (ჭრილობები, აბსცესი და ა.შ.) რეგენერაციული (რეპარაციული) პროცესების დაჩქარებისთვის, კომპლექსურ თერაპიაში;
- სტრესულ სიტუაციებში, სტრესული მდგომარეობების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად (ტრანსპორტირებისას, ოპერაციის წინ და შემდგომ პერიოდში, ცხოველებისა და ფრინველების ფიქსაციისას);
- სხვადასხვა ეტიოლოგიის სასუნთქი გზებისა და კუჭნაწლავის ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის კომპლექსურ თერაპიაში;
- ვაქცინაციის ეფექტის გასაძლიერებლად. ვაქცინაციის შემდეგ სპეციფიკური იმუნური რეაქციის გასააქტიურებლად და ვაქცინაციის შემდგომი გართულებების შესამცირებლად.
- ორგანიზმის ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვისა და დაძაბულობისას აღადგენს ძალებს და ზრდის ამტანობას.
გამოყენების წესი, დოზირება
ფრინველის, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხენის, აქლემის, ღორის, ძაღლის, კატისათვის პრეპარატი გამოიყენება კუნთში ან კანქვეშ საინექციოდ.
- ადრეულ სტადიაზე ინფექციური და ვირუსული დაავადებების მკურნალობისათვის: 1 მლ /100 კგ. სხეულის მასაზე, 24-48 სთ-ში ერთჯერ, არაუმეტეს 5 ინექციისა. ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ: 24-სთ-ში ერთჯერ, 5-დან 10 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი 5-10 დღეში უნდა გამეორდეს.
- ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის: თვეში 2-3-ჯერ (10-14 დღის ინტერვალით); მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ და თერაპიულ ეფექტზე. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია დოზის გაორმაგება.
- მასობრივი დაავადებების დროს: ერთჯერადად მისაღები დოზა დღეგამოშვებით, 5-10 დღის განმავლობაში (3 - 5 ინექცია);
- ცხოველის მდგომარეობის გაუარესებისას, დაავადების საწყის სტადიაზე: ერთჯერადად მისაღები დოზა 2-3-ჯერ, 3-5 დღის ინტერვალით.
- მასტიმულირებელი ეფექტისათვის: 2-3-ჯერ, 3-5 დღის ინტერვალით
- მოზარდეულის ბუნებრივი რეზისტენტობისა და ზრდა-განვითარების სტიმულირებისათვის: სიცოცხლის 1, მე-3 და მე-5 ან მე-7 დღეს, შემდგომში თვეში ერთხელ;
- სტრესული მდგომარეობების შედეგების აღმოსაფხვრელად (დაკვლის წინ, ტრანსპორტირებისას, გაპარსვისას, ცხოველის ფიქსაციისას და ა.შ.) - ერთჯერადად მისაღები დოზა, სტრესულ ზემოქმედებამდე 10-18 სთ-ით ადრე.
- ოპერაციის წინ მოსამზადებად: ერთჯერადად მისაღები დოზა 1-ჯერ,
- ოპერაციის შემდგომ პერიოდში: 2-3-ჯერ, 3-5 დღის ინტერვალით.
- ცხენების დოღის წინ, ინტენსიური ვარჯიშისა და ფიზიკური დატვირთვის პერიოდში: 1 მლ/ 100კგ სხეულის მასაზე (დილით ვარჯიშამდე 3სთ-ით ადრე). პრეპარატის მოხმარების სქემა შეჯიბრებამდე 5 კვირის განმავლობაში: პირველი 3 კვირა - კვირაში ერთჯერ, ხოლო შემდეგი 2 კვირა - ყოველ მეოთხე დღეს. შეჯიბრებამდე 3 სთ-ით ადრე პრეპარატის მიღება წყდება.
გვერდითი მოვლენები
ინსტრუქციის შესაბამისად პრეპარატის გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები და გართულებები არ აღინიშნება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პრეპარატი თავსებადია ვაქცინებთან, შრატებთან (იმუნოგლობულინურ თერაპიასთან) და სიმპტომატურ საშუალებებთან (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, საგულე პრეპარატები)
უკუჩვენებები
მაკეობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მკურნალი ვეტერინარის შეხედულებისამებრ და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისმიმართ.
დაყოვნების პერიოდი: ხორცი, რძე და კვერცხი გამოიყენება შეუზღუდავად.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პრეპარატი პირველადი გახსნიდან გამოყენებული უნდა იყოს 21 დღეში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
მწარმოებელი: შპს “ბიოტეკსი”, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ # 8.