ფისტოკლოზანიდი 750  (PHISTOCLOZANID 750)

შემადგენლობა, 1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებებს:  ოქსიკლოზანიდს 750 მგ

აღწერა: თეთრი, მოყვითალო, ან კრემისფერი  ფერის ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით და მეორე მხარეს წარწერით “BIO”

გამოყენების ჩვენებები

ფისტოკლოზანიდი 750 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის ფასციოლოზის, პარამფისტომოზის, მონიეზიოზის და სხვა ჰელმინთებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.

გამოყენების წესი, დოზირება

სხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხვარს, თხას პრეპარატი ეძლევა მშიერი დიეტის გარეშე, პერორალურად, საკვებთან ერთად, ერთჯერადად შემდეგი დოზებით:

პარამფისტომოზის, მონიეზიოზის დროს 1 ტაბლ (750მგ) 50კგ ც.წ-ზე;

ფასციოლოზის დროს - 1 ტაბლ (750მგ) 75კგ ც.წ-ზე

ლოდინი პერიოდი

ცხოველის დაკვლა ხორცის გამოყენების მიზნით ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 14 დღის შემდეგ, რძე 24 საათის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: #300 და #50  ტაბლეტი, პოლიეთილენის ფლაკონში

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25℃  ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი

მწარმოებელი: შპს ,,ბიოტეკსი”, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. #8

 

Do you want to buy online? Do you want to distribute our products?

Sign up for newsletter