კუმირატი

აქტიური ნივთიერებები:  ბროდიფაკუმი 0.005%

თვისებები

კუმირატი წარმოადგენს მღრღნელებთან ბრძოლის საშუალებას, რომელსაც გამოხატული აქვს მაღალი როდენტიციდური მოქმედება ვირთაგვებისა და თაგვების (სახლის, მინდვრის  თაგვები) მიმართ. იყრება როგორც მისატყუარი სოროებში შხამიანი საფარის შესაქმნელად. მღრღნელების სიკვდილიანობა იწყება პრეპარატის მიღებიდან 3-5 დღის შემდეგ.

გამოყენების წესი, დოზირება

პრეპარატი გამოიყენება მღრღნელების (ვირთაგვები, სახლის და მინდვრის  თაგვები) ბინადრობისა და გადაადგილების ადგილებში. საყოფაცხოვრებო ობიექტებზე, დასახლებულ პუნქტებში, საცხოვრებელ, სამრეწველო შენობებსა და მათ გარშემო, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც.

პრეპარატს ათავსებენ სპეციალური საფარის ან ამისათვის სპეციალურად მორგებულ სათავსის ქვეშ სატყუარას ტიპის ყუთებში, სპეციალურ კონტეინერებში, ფარდულებში ალაგებენ სქელ ქაღალდებზე, ერთჯერადი ქაღალდის ან პლასტმასის თეფშებზე, თუნუქის ან პოლიეთილენის ნაჭერზე.

დახურულ შენობებსა და სათავსოებში: 60გ/10-20 მ2-ზე;

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და სათეს ფართობზე: 2–3 კგ/1 ჰ-ზე;

მღრღნელების სრული განადგურებისათვის უმჯობესია ობიექტის ორჯერადი დამუშავება, 10 დღიანი ინტერვალით.

გამოშვების ფორმა: გრანულირებული მისატყუარი 60გ პაკეტებში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20℃ ტემპერატურაზე.შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. გამოუყენებელი საშუალება გაანადგურეთ მოთხოვნების შესაბამისად.

ვარგისიანობის ვადა: 1,5 წელი დამზადების თარიღიდან.

მწარმოებელი: შპს “ბიოტეკსი”, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები