შემადგენლობა, 1მლ საინექციო ხსნარი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს: D-კლოპროსტენოლის ნატრიუმის მარილს (D-cloprostenole) -0,075მგ
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი D-კლოპანი გამოიყენება ძროხის, დედაღორის, ფაშატის, მდედრი ბოცვრის, ძუ კატის რეპროდუქციული ფუნქციის გაზრდის, რეგულირებისა და მკურნალობისთვის, მათ შორის:
გამოყენების წესი და დოზები
სქესობრივი ციკლის სინქრონიზაცია და ინდუქცია:
საკვერცხეების ფუნქციონალური დარღვევების მკურნალობა (ლუთეინური კისტა და პერსისტენტული ყვითელი სხეული):2 მლ/ სულზე ერთჯერადად დიაგნოზის დადგენისთანავე.
მშობიარობის შემდგომი სუბინვოლუციური საშვილოსნოს პროფილაქტიკისა და ენდომეტრიტების ექსუდაციური და ქრონიკული ფორმების სამკურნალოდ: ძროხა - მშობიარობიდან 6-12 სთ-ის შემდეგ 2მლ/სულზე, ერთჯერადად; დედაღორს მომყოლის მოგებიდან 2-4 სთ-ის შემდეგ - 0,7 მლ/სულზე;
ენდომეტრიტის სამკურნალოდ ძროხებს პრეპარატი ეძლევა მაკეობის ყველა სტადიაზე: 2მლ/სულზე. პრეპარატი გამოიყენება სიმპტომატურ თერაპიასთან ერთად. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებას იმეორებენ იგივე დოზით პირველი შეყვანიდან 10-12 დღის შემდეგ.
მაკეობის შეწყვეტა ნაყოფის პათოლოგიების გამო (მაკეობის ნებისმიერ სტადიაზე): 2 მლ პრეპარატი/სულზე.
მშობიარობის დაწყების ინდუქციისთვის: კუნთში, 1მლ/ სულზე, ნეზვებს - მაკეობის 111 დღიდან.
ლოდინის პერიოდი: სახორცედ დაკვლა დასაშვებია ბოლო ინექციიდან 48 სთ-ის შემდეგ. რძე ადამიანის საკვებად გამოიყენება შეზღუდვების გარეშე.
გამოშვების ფორმა: 2მლ ამპულა და 20მლ მინის ფლაკონი
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე. ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა: შპს “ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8