აქტიური ნივთიერებები: 5 მლ ხსნარი შეიცავს: დასი 10%-ს - 1მლ; ვიტამინურ-ამინომჟავური კომპლექსს 4მლ;
ჩვენებები
გამოიყენება ვიტამინური ცვლის დარღვევით, ამინომჟავების უკმარისობით გამოწვეული დაავადებების დროს. ფიზიოლოგიური ზრდისა და განვითარების სტიმულირებისათვის, ორგანიზმის იმუნიტეტის, რეზისტენტობის ასამაღლებლად, ბაქტერიული დაავადებების და სხვადასხვა სახის სტრესების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, ასევე მიკოტოქსინებით გამოწვეული მოწამვლებისა და ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომი აღდგენისათვის.
გამოყენების წესი, დოზირება
ფრინველს: პერორალურად, 1მლ/1-2 ლ წყალზე, 5 დღის განმავლობაში
გამოშვების ფორმა: 5 მლ
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო