დეზაპინი (Dezapin)

1 მლ ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: რძე მჟავას  15%, პროპოლისის ექსტრაქტს 0,5%

ჩვენებები

რეკომენდირებულია სკების, ფიჭიანი ჩარჩოებისა და ინვენტარის  სადეზინფექციოდ. დადებითად მოქმედებს ფუტკრის ოჯახების ზრდა-განვითარებაზე, ხელს უწყობს რთული შერეული ინფექციების პროფილაქტიკას და უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღებას.

გამოყენების წესი და დოზირება

სკები, ფიჭიანი ჩარჩოები და ინვენტარი უნდა გასუფთავდეს (ფეკალი, ცვილი, პროპოლისი), შემდეგ 10-15 სმ-ის მანძილიდან ხსნარს  აფრქვევენ თანაბარ დასველებამდე, სკას თავსაფარს მჭიდროდ ახურავენ 1 სთ-ის განმავლობაში.

დეზინფექციის შემდეგ ზედაპირს ანიავებენ და აშრობენ. არ საჭიროებს დამატებით წყლით ჩამორეცხვას.

არ არის ტოქსიკური ფუტკრებისა და ადამიანებისთვის,  არ აღიზიანებს ფუტკარს და არ იწვევს სტრესს; არ მოქმედებს დედა ფუტკარზე და ნაყროვანების ხარისხზე

დეზინფექციის შემდეგ მიღებული თაფლი უსაფრთხოა საკვებად მოხმარებისა და ჯანმრთელობისთვის

გამოშვების ფორმა: 300 მლ პოლიეთილენის ფლაკონში

შენახვის პირობები: ინახება მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას 0-250C ტემპერატურაზე

მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები