მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პიროპლაზმოზი: რა უნდა ვიცოდეთ?

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პიროპლაზმოზი: რა უნდა ვიცოდეთ?
მიხეილ ჭიჭაყუა
 ვეტერინარი ექიმი, ბიოლოგიის დოქტორი 

პიროპლაზმოზი სეზონური დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით საძოვრის პერიოდში აქტიურდება და აზიანებს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს. დაავადებას იწვევს Piroplasma bigeminum, რომელიც ტკიპებით გადადის და ვლინდება ციებ-ცხელებით, ანემიით, სიყვითლით და მუქი წითელი შარდით. მკურნალობის გარეშე პირუტყვი 5-7 დღეში იღუპება.

ძირითადი სიმპტომები:

  • მადა უქვეითდება, ცხოველი დათრგუნულია

  • ლორწოვანი გარსები ყვითელია

  • ცხოველი იშორებს ჯოგს

  • რძის შემცირება

  • გაძნელებული სუნთქვა და მაღალი ტემპერატურა (41-42°C)

  • ყაბზობა ან ფაღარათი

  • მძიმე შემთხვევაში შარდი სისხლისფერი ხდება

დაავადების ციკლი და გადამტანები:

გადამტანი ტკიპებია: Boophilus calcaratus, Haemaphysalis punctata. გამომწვევი რქოსან პირუტყვში 6-12 თვე ცოცხლობს. დაავადება განსაკუთრებით აქტიურია გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე.

მკურნალობა:

  1. მოსვენება და ფიზიკური სტრესი უნდა აირიდოს

  2. რბილი საკვები და ბევრი წყალი

  3. რეკომენდებული პრეპარატები:

    • პიროტექსი პლუსი B7 + B12

    • ინექცია: 1 მლ 20 კგ ცოცხალ წონაზე (7% ხსნარი)

    • დაგვიანებული შემთხვევისას 24 საათში გამეორება

  4. სიმპტომური მკურნალობა: საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგება, ვიტამინები, გულ-სისხლძარღვთა სტიმულაცია

პროფილაქტიკა:

  • ენზოოტურ კერებში პრევენციული ინექციები პიროტექსით

  • ტკიპის კონტროლი აგროტექნიკური გზებით

  • პროფილაქტიკური მკურნალობა აქტიური ტკიპების სეზონზე: აპრილ-მაისი, ივლისი, აგვისტო-ნოემბერი

ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აუცილებელია ცხოველის სიცოცხლის შესანარჩუნებლად და რძის პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად.

საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ უფასო კონსულტაცია როქის ვეტერინარებსგან.

📌 რატომ უნდა შეიძინოთ “ბიოტეკსის” ინოვაციური პროდუქტები "როქში"?

📍 ფართო ასორტიმენტი - "როქში" ხელმისაწვდომია ბიოტეკსის თანამედროვე და ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტილებები, მათ შორის ანტიპარაზიტული და ანტიპროტოზოული საშუალებები, საკვები დანამატები, სადეზინფექციო საშუალებები და მცენარეთა დაცვის პროდუქტები და სხვა.

📍 პროფესიონალური კონსულტაცია - ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან პრეპარატების სწორად შერჩევასა და გამოყენებაში

📍 კომფორტული შეძენა - ბიოტეკსის პროდუქტები შეგიძლიათ შეიძინოთ “როქის” ფილიალებში, პარტნიორ ვეტაფთიაქებში ან შეუკვეთოთ ონლაინ Agricula-ს საიტზე

გაინტერესებთ მეტი ან გსურთ გახდეთ ჩვენი პროდუქტების დისტრიბუტორი?

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის, ფასებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებისთვის: 

📩 info@biotecsi.ge 📞 (032) 240 77 95

შეუერთდი ჩვენს ქსელს

გამოიწერე სიახლეები