ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვირუსული დაავადებაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. დაავადებას იწვევს ტკიპებით გადამტანი ვირუსი Nairovirus, რომელიც Bunyaviridae-ს ოჯახს მიეკუთვნება. დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და სიკვდილიანობა მერყეობს 10%-დან 40%-მდე.
CCHF გავრცელებულია აფრიკაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში. ბოლო წლებში შემთხვევები დაფიქსირდა თურქეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და საქართველოშიც.
ვირუსის გადაცემა შესაძლებელია შემდეგი გზებით:
ტკიპის ნაკბენი
ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტი (მათ შორის დაკვლისას)
ინფიცირებულ ადამიანებთან სისხლის ან სხეულის სითხეებით კონტაქტი
ფერმერები და მეცხოველეობის მუშაკები
სასაკლაოების და ვეტერინარული კლინიკების პერსონალი
ჯანდაცვის მუშაკები, რომლებიც პირდაპირ კონტაქტში არიან პაციენტებთან
დაავადება იწყება უეცრად და შეიძლება გამოიხატოს შემდეგით:
მაღალი ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა
თვალების გაწითლება, გულისრევა, ღებინება, დიარეა
სისხლჩაქცევები კანზე და ლორწოვან გარსებზე
ღვიძლის გადიდება, ჰეპატიტი, თირკმლის უკმარისობა
საშუალო ლეტალობა შეადგენს დაახლოებით 30%-ს, ხოლო გამოჯანმრთელება ზოგჯერ გრძელდება რამდენიმე თვემდე.
CCHF-ის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს. ამიტომ პრევენცია და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვა არის მთავარი თავდაცვის გზა.
ადამიანებისთვის:
გრძელი, ღია ფერის ტანსაცმლის ტარება
ტანსაცმელსა და კანზე აკარიციდების და რეპელენტების გამოყენება
ბუნებაში ყოფნის შემდეგ რეგულარული შემოწმება
ცხოველებთან მუშაობისას - ხელთათმანები და დამცავი საშუალებები
ცხოველებისა და ფერმებისთვის:
ცხოველების აკარიციდებით დამუშავება
სადგომებისა და საძოვრების დეზინფექცია
ცხოველების დაკვლამდე 2 კვირით ადრე კარანტინში მოთავსება
ბიოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბიოტექსი გთავაზობთ:
ფართო სპექტრის სადეზინფექციო საშუალებებები სადგომებისა და საძოვრებისთვის
სწრაფი მოქმედების ანტისეპტიკები სხვადასხვა პათოგენის წინააღმდეგ
პარაზიტებზე დასამუშავებელი ხსნარები და დუსტი ცხოველისა და ფრინველისთვის
"ბიოუსაფრთხოება იწყება სიფრთხილითა და მოქმედებით. თითოეული ფერმერის, ვეტერინარის და სოფლის მეურნეობის მუშაკის პასუხისმგებლობაა დაიცვას საკუთარი თავი, ცხოველები და გარემო."
— დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა
გაინტერესებთ მეტი ან გსურთ გახდეთ ჩვენი პროდუქტების დისტრიბუტორი?
დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის, ფასებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებისთვის:
📩 info@biotecsi.ge 📞 (032) 240 77 95
შეუერთდი ჩვენს ქსელს