კლიმატის ცვლილებები და ბიოტექნოლოგია

კლიმატის ცვლილებები და ბიოტექნოლოგია

თანამედროვე მსოფლიო მრავალი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას და მათგან ყველაზე აქტუალური კლიმატის ცვლილებებია.

კლიმატის ცვლილებების არასასურველი ზეგავლენა განსაკუთრებით დიდი საფრთხეა სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობისა და მომიჯნავე სფეროებისთვის, რადგან ამ სფეროების წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბუნებრივ გარემოს და მოცემულობებზე.

სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგია ეფექტური ინსტრუმენტია კლიმატის ცვლილების მიზეზებთან და შედეგებთან გასამკლავებლად და ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური მიზნების მისაღწევად, როგორიცაა სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობისთვის მდგრადი პრაქტიკის დანერგვა და ამ სფეროების გარემოზე ზემოქმედების შემცირება.

სწორედ ამიტომ სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიას, "ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" (BrTRC) საქმიანობის ხელშეწყობით, მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ბიოტეკსის საწარმოო პროცესებში.

კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია და გავლენების შემცირება

სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგია უზრუნველყოფს გზებს კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციისა და მისი ნეგატიური შედეგების შემცირებისთვის.

სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიით შემუშავებულ ისეთ პროდუქტებს როგორიცაა საფარი კულტურები,  შეუძლიათ ხელი შეუწყონ სათბურის გაზების ემისიების შემცირებას. ისინი უზრუნველყოფენ მდგრად ბიოსაწვავს და ისეთ ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც უფრო დიდხანს რჩება ვარგისიანი და ამცირებს საკვების ნარჩენებს. მკვლევარები ასევე ავითარებენ გზებს ატმოსფეროდან ზედმეტი ნახშირორჟანგის გამოსადევნად ხეებისა და მიკრობების გამოყენებით.

სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიის გამოყენებით ასევე შესაძლებელია ისეთი მცენერული კულტურებისა და ცხოველების გამოყვანა, რომლებიც ადაპტირებულნი არიან გარემო პირობების ნეგატიურ ცვლილებებთან, როგორიცაა გვალვა, ტემპერატურის მომატება, ახალი დაავადებები და სხვა სტრესული ფაქტორები.

მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგია უკვე აქტიურად გამოიყენება გვალვისადმი მდგრადი ისეთი კულტურების გასავითარებლად, როგორიცაა ხორბალი, ბრინჯი, პომიდორი, სოია და ბამბა. გვალვაგამძლე სიმინდი, მათ შორის გარკვეული ჯიშები, რომლებიც შემუშავებულია გენეტიკური ინჟინერიით, უკვე იზრდება შეერთებული შტატების გვალვისადმი მიდრეკილ ტერიტორიებზე. Მეტიც, გვალვაგამძლე ხორბალი გამოსაყენებლად უკვე ხელმისაწვდომია არგენტინასა და ბრაზილიაში.

სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგია ასევე აქტიურად გამოიყენება მეცხოველეობაშიც, მათ შორის გენომის მოდიფიკაციის გზით, სითბოსადმი მდგრადი პირუტყვის ისეთი ჯიშების გამოსაყვანად, რომელიც უკეთესად დაარეგულირებს სხეულის ტემპერატურას მაღალი ტემპერატურის პირობებში. მოკლე ბეწვისა და მეტაბოლური ცვლილებების გამო, ასეთი პირუტყვი ბუნებრივად განიცდის შემცირებულ სითბურ სტრესს.

ბიოტეკსი მუდმივად ადევნებს თვალს ბიოტექნოლოგიურ სიახლეებს მსოფლიოს მაშტაბით და 20-ზე მეტი მეცნიერისა და 100-ზე მეტი სპეციალისტის გუნდის ძალისხმევით აქტიურად მუშაობს ინოვაციური პროდუქტების შემუშავებაზე სოფლის მეურნეობის, ვეტერინარიისა და მომიჯნავე სფეროებისთვის მდგრადი გადაწყვეტილებების უზრუნველსაყოფად.

Ჩვენ გვჯერა რომ თანამშრომლობითა და ცოდნის გაზიარებით თანამედროვე მსოფლიო შეძლებს ეფექტურად გაუმკლავდეს კლიმატის ცვლილებების არასასურველ შედეგებს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას გარემო პირობებზე დამოკიდებული სფეროების განვითარებასა და კეთილდღეობას.

შეუერთდი ჩვენს ქსელს

გამოიწერე სიახლეები