ბიოტეკსი: ვეტერინარული ფარმაციის ლიდერი 1991 წლიდან

ბიოტეკსი: ვეტერინარული ფარმაციის ლიდერი 1991 წლიდან

შპს „ბიოტეკსი“ 1991 წლიდან ავითარებს და აწარმოებს ვეტერინარულ და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელ სხვადასხვა პროდუქტებს.  ლიდერი მწარმოებელი კავკასიის რეგიონში ინოვაციურ პროდუქტებთან ერთად, გთავაზობთ ინდივიდუალურ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ ექსპერტთა საკონსულტაციო  მომსახურებას.

ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი ფართოა და მოიცავს ყველაფერს, რაც აუცილებელია ცხოველების ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისათვის:

➔  ინოვაციური ვეტერინარული პრეპარატები

➔  გამაჯანსაღებელი ვიტამინები და მინერალური დანამატები

➔  ეფექტური სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო საშუალებები

➔  ეკოლოგიურად უსაფრთხო მცენარეთა მოვლისა და დაცვის პროდუქტები

თითოეული პროდუქტი 20-ზე მეტი მეცნიერისა და 100-ზე მეტი სპეციალისტისგან შემდგარი გამოცდილი გუნდის სიღრმისეული კვლევისა და განვითარების შედეგია და ნდობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენი ხარისხის კონტროლი მთავარი პრიორიტეტია, რაც უზრუნველყოფს ჩვენი საქმიანობის შესაბამისობას გლობალურ მოთხოვნებთან. გარდა ამისა, ჩვენი წარმოების პროცესები მუდმივად ვითარდება GMP სტანდარტის შესაბამისობისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს  ბიოტეკსის გუნდის ერთგულებას ჩვენი კლიენტებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტების  მიწოდებაზე. 

ჩვენი უწყვეტი ინოვაციის მამოძრავებელია ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი (BrTRC), რომელიც ორიენტირებულია სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარული მედიცინის სფეროებში არსებული პრობლემების საპასუხოდ ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებაზე.

როგორც გლობალური მომმარაგებელი, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი საექსპორტო პოზიციებითა და პოტენციალით, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებების გაზიარებას პარტნიორებთან საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მზად ხართ შემოუერთდეთ  ჩვენს გლობალურ  ქსელს და ბიოტეკსის ინოვაციური გადაწყვეტილებებით გაამდიდროთ თქვენი სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარული საქმიანობა?

დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ, თუ როგორ შეგვიძლია შევიტანოთ წვლილი თქვენი ბიზნესის წარმატებაში.

შეუერთდი ჩვენს ქსელს

გამოიწერე სიახლეები