პარაზიტები მნიშვნელოვანი გამოწვევაა მეცხოველეობის ფერმერებისთვის, რაც გავლენას ახდენს ცხოველთა ჯანმრთელობაზე, პროდუქტიულობაზე და მთლიანი ფერმის ეფექტურობაზე. პარაზიტების ეფექტური კონტროლი გადამწყვეტია ცხოველების სიჯანსაღისთვის და პარაზიტულ ინფექციებთან დაკავშირებული ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად.
ისეთი შინაგანი და გარეგანი პარაზიტები, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ნემატოდები, ფილტვის ჭიები, ტილები და ტკიპები და სხვა:
არსებობენ ცხოველისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების ხარჯზე და ასუსტებენ ორგანიზმს.
იწვევენ დაავადებების და ამცირებენ ზრდისა და პროდუქტიულობის მაჩვენებლებს.
მძიმე შემთხვევებში შეიძლება ცხოველის დაღუპვაც კი გამოიწვიონ.
სათანადო კონტროლი და დროული მკურნალობა დაიცავს პირუტყვს ამ მავნებლებისგან და დაგეხმარებათ ჯანმრთელი და პროდუქტიული ფერმის შენარჩუნებაში.
ენდოპარაზიტები: შინაგანი პარაზიტები, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ნემატოდები და ფილტვის ნემატოდები, რომლებიც ცხოველების სხეულში ცხოვრობენ და მეტწილად საჭმლის მომნელებელ და სასუნთქ სისტემებს აზიანებენ.
ექტოპარაზიტები: გარეგანი პარაზიტები, როგორიცაა ტილები, ტკიპები, რომლებიც ცხოველების კანს ეკვრიან, სისხლით იკვებებიან და იწვევს გაღიზიანებას, ანემიას და ინფექციებს.
ცხოველების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია მთელი რიგი სტრატეგიების დანერგვა:
წარმატებული კონტროლი იწყება რეგულარული მონიტორინგით პარაზიტების ადრეული იდენტიფიცირებისთვის და დროული დამუშავებით. ისეთი ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენება, როგორიცაა ბიომექტინი, ხელს შეუშლის თქვენს პირუტყვში პარაზიტების გავრცელებას და ეფექტური კონტროლის საშუალებას იძლევა.
დამუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის პერიოდებში, როგორიცაა კანის ბორას (Hypoderma lineatum) სეზონის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტურობისთვის.
როტაციული ძოვების პრაქტიკას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს პარაზიტების გადაცემის რისკი. საძოვრების დასვენების მცირდება პარაზიტების ლოკალიზაცია კონკრეტულ ტერიტორიაზე, რაც ცხოველებს აძლევთ წვდომას უფრო ჯანსაღ მინდვრებზე.
პარაზიტები ხარობენ ნესტიან, ბინძურ გარემოში. სადგომებისა და სათავსოების სისუფთავე და სიმშრალე დაგეხმარებათ მათი ზემოქმედების შეზღუდვაში და ხელს შეუშლის პარაზიტების გავრცელებას.
ეფექტური ანტიპარაზიტული პროდუქტების საჭირო დროს გამოყენება გადამწყვეტია. ცხოველების ისეთი საშუალებებით დამუშავება როგორიცაა ბიომექტინი და პიროტეკსი 7% + B12 + B6, დაგეხმარებათ შინაგანი და გარეგანი პარაზიტებით გამოწვეული გართულებების მკურნალობაში.
ბიომექტინი განსაკუთრებით ეფექტურია ნემატოდების, ტილებისა და ტკიპების წინააღმდეგ, ხოლო პიროტეკსი 7% + B12 + B6 სისხლის პარაზიტული დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის გაიყენება.
პარაზიტების ეფექტური კონტროლი მეცხოველეობის პრაქტიკის აუცილებელი ელემენტია. რეგულარული მონიტორინგის, ჰიგიენის დაცვის, როტაციული ძოვებისა და ეფექტური ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენებით, ფერმერებს შეუძლიათ დაიცვან თავიანთი პირუტყვი პარაზიტებისგან, დაიცვან ცხოველთა კეთილდღეობა და გაზარდონ პროდუქტიულობა.