ცივი თვეები უამრავ გამოწვევას უქმნის პირუტყვს, როგორიცაა დაავადების გაზრდილი რისკი და სასარგებლო ნივთიერებების ნაკლებობა საკვებში. სეზონისთვის სათანადოდ მომზადება დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი პირუტყვის ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა ცივ ამინდშიც კი. გთავაზობთ 5 ძირითად საკითხს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ:
ზამთარში პირუტყვს მეტი ენერგია სჭირდება სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად. მოიმარაგეთ მაღალი ხარისხის საკვები, მარცვლეული და სწორად შერჩეული საკვები დანამატები პირუტყვის წონის შესანარჩუნებლად და მათი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
პარაზიტების მოქმედება ძლიერდება ცხოველისთვის სტრესულ პერიოდებში. გამოიყენეთ ეფექტური ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური საშუალებები გვიან შემოდგომაზე პარაზიტული დაავადებების პრევენციისთვის, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები დასუსტებულ ცხოველებში.
სადგომში კარგი ზოოჰიგიენური პირობები და სუფთა, მშრალი სადგომები გადამწყვეტია სიცივის სტრესისა და რესპირატორული პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ცხოველი მოარიდეთ ორპირ ქარს.
.უზრუნველყავით პირუტყვი ნორმალური ტემპერატურის (18-200 С) სასმელი წყლით და ავტომატური სარწყულებელით რომელიც აღჭურვილია გათბობის მექანიზმით. წყალი ზამთარში აუცილებელია საჭმლის მონელების ხელშეწყობისა და სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად. დაბალი ტემპერატურის წყალმა შესაძლოა გამოიწვიოს მაკე ძროხებში აბორტები.
გაუხეშებული ბეწვი შესაძლოა დაავადების ნიშნებს მალავდეს. რეგულარულად შეამოწმეთ პირუტყვის მდგომარეობა, დააკვირდით სხეულის წონას და სტრესის ან დაავადების ნიშნებს. ადრეული ჩარევა თავიდან აგაცილებთ სერიოზულ პრობლემებს და გაუთვალისწინებელ ხარჯებს.