ბიოზანი 990 ფორტე (Biozan 990 Forte)
Oxyclozanide, Oxfendazole, Ivermectin
ტაბლეტი პერორალურად მისაღები, გამოიყენება ვეტერინარიაში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰელმინთური საშუალება
ATCvet code: QP54AA51 ivermectin, combinations
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: ოქსიკლოზანიდს 680მგ, ოქსფენდაზოლს 300მგ, ივერმექტინი 10 მგ;
გამოშვების ფორმა: 300 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში
აღწერა: ყავისფერი ფერის ტაბლეტები, ტაბლეტს ერთ ზედაპირზე აქვს ჭდე, მეორე ზედაპირზე წარწერა - ’’BIO’’, შესაძლოა აღენიშნებოდეს წინწკლები.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს ახასიათებს ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური მოქმედებით, მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების (ოქსიკლოზანიდის, ოქსფენდაზოლის, ივერმექტინის) კომბინაცია უზრუნველყოფს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის სრულ დეჰელმინთიზაციას ნემატოდების, ტრემატოდებისა და ცესტოდების საწინააღმდეგოდ.
ოქსიკლოზანიდი სალიცილამიდის ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური საშუალებაა, რომელიც ეფექტურად მოქმედებს ახალგაზრდა (უმწიფარი) და ზრდასრული ფორმის პარაზიტების მიმართ, გამოიყენება ფასციოლების, პარამფისტომიდოზების, მონიეზიების მიერ გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ოქსიკლოზანიდის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება პარაზიტების ატფ-ის დონის შემცირებას, ჟანგვითი ფოსფორილებადი ციკლის და მეტაბოლური პროცესების დარღვევას, რაც იწვევს პარაზიტების სიკვდილს.Pოქსიკლოზანიდის შეწოვა ხდება ნელა, პერორალურად მიცემისას სისხლის პლაზმაში თერაპიული კონცენტრაცია მიიღწევა 24სთ-ში, ორგანიზმიდან გამოიყოფა ფეკალთან ერთად.
ოქსფენდაზოლი ბენზიმიდაზოლის ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური საშუალებაა, რომელიც მოქმედებს ნემატოდებსა და ცესტოდებზე განვითარების ყველა სტადიაზე. ოქსფენდაზოლის მოქმედების მექანიზმი დაფუძვნებულია ფუმარარედუქტაზის ბლოკირებასა და ჰელმინთის მეტაბოლიზმის ენერგეტიკულ მოშლაზე. პრეპარატის გამოყოფა ხდება შარდან ერთად.
ივერმექტინი პოლისინთეზური ანტიჰელმინთური პრეპარატია, რომელიც განეკუთვნება მაკროციკლური ლაქტონების ჯგუფს და გამოხატული აქვს პარაზიტების საწინააღმდეგო ფართო სპექტრის მოქმედება ნემატოდების, ცესტოდების, არაქნო-ენტომოზების მიმართ. ფარმაკოლოგიური მოქმედება ეფუძნება პრესინაფსურ ნეირონებში გამა-ამინო-ერბო მჟავას გამოთავისუფლების გაძლიერებას, შედეგადაც ირღვევა ნერვული იმპულსების გადაცემა, რაც იწვევს პარაზიტის დამბლას და სიკვდილს. ივერმექტინი სწრაფად შეიწოვება და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია პიკს აღწევს 4 სთ-ის განმავლობაში, რის შემდეგაც იგი ექსპონენციურად მცირდება. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდია 1.6-დან 1.8 დღემდე.ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და ნაღველთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრისა და თხის სამკურნალოდ ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, პარამფისტომოზის, მონიეზიოზის, ავიტელინოზის, დიქტიოკაულოზის, ჰემონქოზის, ოსტერტაგიოზის, ტრიქოსტრონგილოზის, ნემატოდიროზის, კოოპერიოზის, ეზოფაგოსტომოზის, ბუნოსტომოზისა და ესტროზის დროს.
გამოყენების წესი და დოზები: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს პრეპარატი ეძლევა პერორალურად, ინდივიდუალურად.
ფარმაკოლოგიური დოზა: ოქსიკლოზანიდი 10-15 მგ/კგ ც.წ-ზე, ოქსფენდაზოლი 5-7.5 მგ/კგ ც.წ-ზე და ივერმექტინი 0,2-04მგ /კგ. ც.წ-ზე.
პრაქტიკული დოზა: ფასციოლოზის, დიკროცელოზის, დიქტიოკაულოზის, ჰემონქოზის, ოსტერტაგიოზის, ტრიქოსტრონგილოზი,ს ნემატოდიროზის, კოოპერიოზის, ეზოფაგოსტომოზის, ბუნოსტომოზის, ესტროზის დროს - 1 ტაბლ/65კგ ც.წ-ზე.
მონიეზიოზის, ავიტელინოზის, პარამფისტომოზის დროს - 1 ტაბლ/55კგ ც.წ-ზე.
უკუჩვენებები: არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება მაკეობის პირველMმესამედში, დასუსტებულ და დაავადებულ ცხოველებში.
გვერდითი მოვლენები: სწორი დოზირებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
დაყოვნების პერიოდი: ცხოველის დაკვლა ხორცის გამოყენების მიზნით ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიცემიდან მსხვილფეხა პირუტყვის 28 დღის შემდეგ; ცხვრის, თხის 21 დღის შემდეგ.
რძე გამოსაყენებლად ვარგისია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 5 დღის (10 მონაწველის) შემდეგ.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 15-25 °Cტემპერატურაზე,ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.